მთავარი » 2010 » სექტემბერი » 17 » ანეკდოტები : )
22:06
ანეკდოტები : )


ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან.
– რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი.
– თვითმფრინავებს ვუშვებთ.
– ექიმი სად არის?
პირველი რეისით გავაფრინეთ

* * *

პოლიციაში სატელეფონო ზარია:

– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!

ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:

– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ

* * *

ცოლი ქმარს ტელეფონზე ურეკავს:

– ძვირფასო, იცი, მანქანა გამიფუჭდა.

– რა მოუვიდა? – კითხულობს ქმარი.

– კარბურატორში წყალი შევიდა.

– შენ რა იცი, რა არის კარბურატორი, სად არის მანქანა?

– ტბაში, ძვირფასო

* * *

ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს:

– ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყიც დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?

– რაკეტის საწვავი.

– საპირფარეშოში იყავი?

– არა?!

– არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!

* * *

ორი დაქალი საუბრობს.

– იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს.

– მერე, მოგცა?

– იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.

* * *

სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს.

* * *

გენერალს შვილიშვილი შეეძინება. თვითონ დაკავებულია და სანახავად ადიუტანტს გააგზავნის:

_ ბატონო გენერალო, რომ ნახოთ როგორ გგავთ გაგიჟდებით: მელოტია, ღიპიანი, არაფრის აზრზე არაა და მაინც ბევრს ღრიალებს.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 649 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]