მთავარი » 2010 » სექტემბერი » 5 » ანეკდოტები
20:27
ანეკდოტები

* * *

მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა: — აქ რას აკეთებ? — შენ ვინ ხარ? — კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა. — პატრული! — საზღვაო თუ სახმელეთო? — სახმელეთო. — აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი.

* * *

სვანი მეგრელთან ჩავა სამეგრელოში და ის ადამიანის ტვინით გაუმასპინძლდება.
გავა დრო და ეხა მეგრელი ჩავა სვანეთში სვანთან და სვანი ეტყვის ეხლა მე გაჭმევ ტვინსო.
კაი ხნის შემდეგ სვანი დასისხლიანებული დაბრუნდება და გაკვირვებული მეგრელი ჰკითხავს რა ხდება რა მოგივიდაო და სვანი უპასუხებს :

– ვაახ მთელი სვანეთი გადავხოცე და ტვინი ვერავის ვუპოვეო ...

* * *

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:

_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.

_ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.

* * *

მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.

_ არ შემჭამო, რა, გეხვეწები. _ სთხოვა გოგონამ.

_ არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?

* * *

სვანი ექიმთან მივა. ექიმი ეკითხება:

-რა გტკივა?

-ექიმი შენ ხარ და მე მეკითხები, რა მტკივა?!

* * *

სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი...

სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 686 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]