მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ანეგდოტები :=D
12:44
ანეგდოტები :=D
ბავშვი ამოდის ეზოდან, თან რაღაცას ღეჭავს. დედა ეკითხება:
_ რას ჭამ, შვილო, ვინ მოგცა?
_ არავის არ მოუცია.
_ აბა სად აიღე?
_ არ ამიღია, თვითონ მოცოცდა.

* * *

მაგრად დასახიჩრებილი კაცი ექიმთან მივა.
_ რა მოგივიდა? _ ეკითხება ექიმი.
_ ცხენიდან გადმოვვარდი.
_ კი მაგრამ, ასე ძალიან როგორ დაიმტვერი?
_ ცხენიდან რომ გადმოვვარდი, მერე ირემი დამეჯახა, მერე ლომი და ბოლოს რაკეტა...
_ მეკაიფები?
_ არა, კარუსელზე ვიჯექი?

* * *

ცოლი ეუბნება ქმარს, რომელიც ამთქნარებს:
_ პირი ღია გაქვს და ბარემ, ბავშვს დაუძახე, ამოვიდეს.

* * *

_ რამდენი იქნება, 5 გავამრავლოთ 7-ზე?
_ 30.
_ არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური.
_ მასწ, არ იფიქროთ რომ გემუქრებით, მაგრამ, ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა თქვა: "აქ კიდე ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო".

* * *

კატა თაგვების ოჯახს გამოეკიდა. უცებ, მამა თაგვი მობრუნდა და ყეფა დაუწყო, დამფრთხალი კატა უკან გაიცა. მამა თაგვმა წრუწუნებს უთხრა:
_ ხომ გეუბნებით, უცხო ენის სწავლა აუცილებელია-მეთქი!

* * *

მიხომ ცოლი მაგრად სცემა:
— რაზე სცემე?
— ორი წლის წინათ მითხრა, ბეჰემოტი ხაარო.
— მერე ახლა სცემე?
— გუშინ ვნახე ბეჰემოტი, ზოოპარკში. რას გავდა ეგ შობელძაღლი.

* * *

_ მამიკო, მე და ჩემმა 7 თანაკლასელმა ძლივს გადავიყვანეთ მოხუცი ქალი ქუჩაზე.
_ ამდენი რა საჭირო იყო?
_ არ მოგვყვებოდა

* * *

პატიმარი ციხიდან დედას წერილს სწერს:
_ დედი, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ისეთი კაცი გამოვსულიყავი, შენს კარებთან დაცვა მდგარიყოსო, ხო შეგისრულე ნატვრა!
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 887 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]