10 რჩევა ზამთარში გრიპის ასაცილებლად - 17 დეკემბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » 10 რჩევა ზამთარში გრიპის ასაცილებლად
11:27
10 რჩევა ზამთარში გრიპის ასაცილებლად

1. შეხვედრისას ხელს ნუ ჩამოართმევთ, ნუ აკოცებთ, ნუ მოეხვევით. უბრალოდ მისალმების პასუხად თავი დაუქნიეთ. სახლში მისვლისას ხელები და პირი 20 წამი დაიბანეთ, ცხვირი გამოიბანეთ.

2. ხელებით არ შეეხოთ პირს, ცხვირსა და თვალებს – ჭუჭყიანი ხელებიდან ვირუსი ლორწოვან გარსზე სწრაფად ხვდება. თან ატარეთ სპირტიანი ხელსახოცები და ხელები ხშირად გაიწმინდეთ.

3. ადამიანებისგან 1–2 მეტრის მოშორებით დადექით, რათა ხველებისა და დაცემინებისას ნახველის წვეთები არ მოგხვდეთ.

4. თუ ოჯახის წევრი გრიპით ავად გახდა, ცალკე ოთახში მოათავსეთ, დამცავი ნიღაბი გაიკეთეთ და ისე მოუარეთ.

5. ბინა ყოველდღიურად სველი წესით დაალაგეთ. წყალში 1–3 წვეთი ლიმონის ან ნებისმიერი წიწვოვანის ეთერზეთი ჩაუმატეთ – ვირუსების განადგურებას ეხმარება. გაწმინდეთ არამხოლოდ იატაკი, ასევე ტელეფონის აპარატი, კარის სახელურები და ა.შ.

6. ქუჩაში ნიღბით იარეთ. ნიღაბი ყოველ 2 საათში შეცვალეთ, ვინაიდან ადვილად ტენიანდება და ვირუსები მასში დაუბრკოლებლად აღწევენ.

7. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, მით უფრო, თუ ცუდად ნიავდება.

8. იარეთ ფეხით, გადაჭედილი ტრანსპორტით არ იმგზავროთ.

9. ატარეთ სათვალე და ხელთათმანები – ნახველის წვეთებისგან დაგიცავენ.

10. აფთიაქში შეიძინეთ ოქსოლინის მაზი, რომელიც ლორწოვანს ვირუსების შეჭრისაგან იცავს. ყოველ 2–3 საათში ცხვირში წაისვით.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 281 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]