მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » უცნაური დამთხვევები
23:29
უცნაური დამთხვევები


მწერლები:

1979 წელს გერმანულმა ჟურნალმა – დას ბესტერანმა( Das Besteran ), ჩაატარა მოთხრობების
კონკურსი.კონკურსანტებს უნდა გაეგზავნათ უცნაური ისტორიები, რომელიც რეალურ ფაქტებს
ეყრდნობოდა. გამარჯვებული გახდა ვოლტერ კელნერი (Walter Kellner) მიუნხენიდან.
მან დაწერა, რომ ის მიფრინავდა ცესნა 421_ით (Cessna 421) სარდინიიდან სიცილიამდე.
გზაში მის ძრავას რაღაც დაემართა და მოუწია ზღვაზე დაჯდომა, ის ცოტა ხნის შემდეგ გადაარჩინეს.
მაგრამ, მთავარი ეს არ არის. ამის შემდეგ გამოჩნდა ვიღაც ავსტრიელი, მასაც ერქვა
ვოლტერ კელნერი.მან განაცხადა, რომ მიუნხენელმა მისი მოთხრობა მოიპარა და
მან თვითონ იფრინა ცესნა 421_ით. მან იგივე მოთხრობა მოყვა, მაგრამ ცოტა სხვანაირად
დაამთავრა. ორივე მოთხრობა შეამოწმეს და ჩათვალეს რომ ორივე მართალი იყო.

სიკვდილი გვეძახის 2 ჯერ

1872 წელს კლოდ ვოლბონმა (Claude Volbonne) მოკლა საფრანგეთის ბარონი
როდემირ დე ტარაზონე (Rodemire de Tarazone). 1851 წელს ბარონის მამაც
მოკლა ვინმე კლოდ ვოლბონმა.
1746 წლის 13 თებერვალს ფრანგი ჟან მარი დუბარი (Jean Marie Dubarry)
გაასამართლეს მამამისის მკვლელობისათვის. 100 წლის წინათაც, ვინმე ჟან მარი
დუბარი გაასამართლეს მამამისის მკვლელობისათვის.

წუთი წუთში

ჰერნან კორტესი(Hernán Cortés) მექსიკაში 1519 წელს ჩავიდა, მაიას
ტომების კალენდრის თანახმად ამ წელს უნდა მისულიყო ფერმკრთალი
კაცი, რომელიც მათი ღმერთი იქნებოდა. აცტეკებმა კი კორტესი ღმერთად
აღიქვეს და დაასკვნეს, რომ მან დაამარცხებინა მექსიკა.
მეხი ვალებს აბრუნებს


ბრიტანელი ოფიცერი მაიორი სამერფორდი (Major Summerford) იბრძოდა
იბრძოდა ფლანდერსის მინდვრებში, როცა მის ცხენს მეხი დაეცა. ის
გადმოვარდა და წელს ქვევით პარალიზებული დარჩა.
1924 წელს ის თევზაობდა, უცბად მეხი დაეცა ხეს, რომლის ქვეშაც იჯდა
და მისი მარჯვენა მხარე პარალიზებული იქნა.
2 წლის შემდეგ სამერფორფი გამოჯანმრთელდა, ის ხშირად პარკში
დადიოდა, ჰოდა 1930 წელს პარკში სეირნობისას ისე დაეცა მეხი, რომ
მთელი ტანით პარალიზებული დარჩა. 2 წლის შემდეგ იგი მოკვდა.
მაგრამ მეხმა თავი არც საფლავში დაანება და კიდევ ერთხელ დაარტყა.
მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ გრიგალი ამოვარდა და
სასაფლაოზე მეხი დაეცა, გამოიცნობთ ვის საფლავს? (მგონი კი)
ეს სამერფორდის საფლავი იყო.
1899 წელს ტარანტოში, იტალია მეხმა მოკლა კაცი, როდესაც იგი თავის
უკანა ეზოში იყო. 30 წლის შემდეგ იგივე სცენარით და იმავე ადგილას
მისი ვაჟი დაიღუპა და 1949 წლის ოქტომბერში როლა პრიმარდა
(Rolla Primarda) პირველი მსხვერპლის შვილიშვილი და მეორე
მსხვერპლის შვილი, გახდა მესამე მსხვერპლი .

წითელი ბუშტი

10 წლის ლაურა ბაქსტონი (Laura Buxton) ბებიის და ბაბუის ქორწილის დღის
აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა. მან ნახა ჰელიუმით გაბერილი
ბუშტი და ზემოდან თავის მისამართთან ერთად დააწერა :
"დაუბრუნეთ ლაურა ბაქსტონს”.
10 დღის შემდეგ ფერმერმა მილტონ ლიბორნმა (Milton Lilbourne)
ნახა ეს ბუშტი, მას ეგონა რომ ეს მისი მეზობლის გოგონას ეკუთვნოდა,
რადგან მასაც ლაურა ბაქსტონი ერქვა.
ამ ლაურამ სთხოვა დედ-მამას, რომ მათი შეხვედრა მოეწყოთ,
მშობლებმაც ვერ აწყენინეს და დასთანხმდნენ.
ამას გარდა ბევრი დამთხვევა იყო. ორივე გოგონა 10 წლის იყო,
ორივეს შეხვედრაზე ვარდისფერი ზედატანი და ჯინსი ეცვა.
ორივეს წაბლისფერი თმა ჰქონდა და ერთნაირად შეჭრილი.
ასევე მათ ჰყავდათ 3-3 წლის ლაბრადორი და ნაცრისფერი
კურდღლები.
ეს ყველაფერი მოხდა 2001 წელს, მაგრამ გოგონები ახლაც მეგობრებად
რჩებიან.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 658 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]