მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » თუ გინდა რომ ვიყო შენი
16:08
თუ გინდა რომ ვიყო შენი

 თუ გინდა რომ ვიყო შენი.

 _________________________

 

ლექსის წერით დავიღალე,განა ეს მეკადრება?

მოდი ჩემთან ჩემო გოგო და ნუ ხარ უკარება.

შენ რა იცი რას გვიმზადებს ეს ოხერი ცხოვრება,

მე შენს მეტი გპირდები რომ, არვინ არ მეყოლება.

 

გავიქეცი, მოგიტანე ვარდები.

ალბათ შენს წინ მუხლებზეც დავვარდები,

რა ვქნა თუ კი გყვარებია იები,

არ ვიცოდი თუ არ მაპატიებდი.

 

ყველაფრისკენ ნუ იქნები ხარბი.

ნუ ჩაიდენ ყოვლად უწმინდურსა,

მეტისმეტად შემოჩივლებს ხალხი

არ დაგიყრის არვინ ხურდა ფულსა.

 

და თუ ჩემი მოტანილი ვარდი,

აგიჩუყებს თუნდაც ოდნავ გულსა,

შევეცდები ვიყო ბედნიერი

ხალხიც მოგცემს ცოტა ხურდა ფულსა.

 

თუ გადაწყვიტე სამუდამოდ ჩემთან ცხოვრება

და თუ მე ის ვარ ვისაც ნატრობდი ამდენი ხანი

მოდი ვიცხოვროთ განუყრელად და ბედნიერად

მოდი დაწექი შენ ჩემს მუხლებზე დამადე თავი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 626 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]