The Monster Of Belgium - ბელგიელი მანიაკი - 4 აგვისტოში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » აგვისტო » 4 » The Monster Of Belgium - ბელგიელი მანიაკი
12:44
The Monster Of Belgium - ბელგიელი მანიაკი

 ამ ადამიანის მიერ ჩადენილმა ბავშვების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა უბრალოდ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მას შემდეგ, რაც ის დააპატიმრეს, ბელგიაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც კინაღამ რევოლუციაში გადაიზარდა. მისი ბნელი წარსული დღესაც კი ტოვებს კითხვებს: ხომ არ იყო აქ რაიმე შეთქმულება? ეს არის ისტორია ბელგიელი მანიაკის შესახებ, რომელიც იტაცებდა და აუპატიურებდა პატარა გოგონებს პირდაპირ პოლიციის ცხვირწინ და ეს ყველაფერი განვითარებულ, თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში-ბელგიაში ხდებოდა!

 ან მარშალი

იფია ლამბრექსი  

1995 წლის აგვისტოში 17 წლის ან მარშალი და მისი 19 წლის მეგობარი იფია ლამბრექსი წავიდნენ ზღვისპირა ბანაკში დასასვენებლად. ეს ანის პირველი არდადეგები იყო მშობლების გარეშე. ანი და იფია მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ექსტრასენსის შოუში. მოგვიანებით ანის მამას ურეკავს უცნობი და ატყობინებს, რომ ისინი ამ შოუდან არ დაბრუნებულან. როდესაც პოლ მარშალი (ანის მამა), წავიდა პოლიციაში და გააკეთა განცხადება შვილის გაუჩინარების შესახებ, უბრალოდ გაოცებული და შეშინებული დარჩა მათი გულგრილობისაგან. პოლიციელებმა ურჩიეს მას არ ენერვიულა, თავისით დაბრუნდებაო! პოლი სახლში დაბრუნდა და შვილის ძიებას საკუთარი ძალებით შეუდგა.

    მელისა რუსო და ჟული ლეჟო

აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი არ იყო ვინც გაუჩინარებულ შვილს ეძებდა. 8 თვის წინ ასევე დაიკარგა 8 წლის მელისა რუსო და ჟული ლეჟო. პოლიციას არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია თავი დიდად.მათ უბრალოდ აირჩიეს მომგებიანი პოზიცია-ბავშვები გაიქცნენ და მალე დაბრუნდებიან. თუმცა არცერთი არ დაბრუნებულა. 91% გატაცებული ბავშვებისა იღუპება პირველ 24 საათში. ასე, რომ პირველ საათები ყველაზე მნიშვნელოვანია. 1996 წლის თებერვალში, ანის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილს ცოცხალს ვეღარასოდეს ნახავდნენ, თუმცა ძებნა 1 წამითაც არ შეუწყვეტიათ. პოლიცია კვლავ უმოქმედოდ იყო.

    საბინ დარდემი

  ლეტიცია დელესი
1996 წლის ზაფხულის ერთერთ დღეს 12 წლის საბინ დარდემი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც იგი გაიტაცეს. ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბელგიელი საზოგადოებისთვის. მათ ფართო მასშტდაბებით დაიწყეს გაუჩინარებული ბავშვების ძიება. გავიდა 10 კვირა, არავიათარი შედეგი. ხალხმა ის ის იყო საბინის გაუჩინარების შესახებ დაიწყო დავიწყება, როდესაც გაიტაცეს კიდევ ერთი, 14 წლის ლეტიცია დელესი.
უკვე 6 გოგონა იყო გაუჩინარებული. საზოგადოება პასუხებს მოითხოვდა. 3 დღე იყო გასული ლეტიციას გაუჩინარებიდან. პოლიციამ როგორც იქნა ხელჩასაჭიდი იპოვა. მოწმემ სეჭვო თეთრი ფურგონი შენიშნა დანაშაულის ადგილთან. მან ნომრის გარკვეული ნაწილიც კი დაომახსოვრა. დაიწყეს თეთრი ფურგონის მეპატრონეების ძებნა. ერთერთი მათგანი იყო 39 წლის, 3 შვილის მამა, უმუშევარი ელექტრიკი მარკ დუტრო.პოლიციამ ის, მისი ცოლი მიშელ მარტინი და მეგობარი მიშელ ლელუვრი დაკითხვაზე დაიბარა.

მარკ დუტრო


 მიშელ მარტინი

 მიშელ ლელუვრი

დუტრო ყველაფერს უარყოფდა, ხოლო ნარკომანმა ლელუვრმა თქვა, რომ ლეტიცია ნახეს ფურგონის წინ როგორ მიდიოდა, როდესაც გაუსწორდნენ მარკმა კარი გაახსნა და გოგონა ფურგონში ჩააგდო. ცოლმაც ყველაფერი უცებ აღიარა და დაამატა,რომ მისი ქმრის საქციელი გულისამრევია. ამ დაკითხვიდან ნათლად გამოჩნდა, რომ დუტრომ მოიტაცა გოგონები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი ცოცხლები? ამის გარკვევას ცდილობდა გამომძიებელი, როდესაც დუტრომ უცებ შესთავაზა: ”გინდათ 2 გოგონა გადმოგცეთ” და გამომძიებლის უკან საბინ დარდემის სურათზე მიუთითა. დუტრომ უთხრა მისამართი თუ სად იმყოფებოდნენ გოგონები. ბნელ, ბინძურ სარდაფში გამომძიებლებმმა ოპოვნეს 6 დღის წინ გაუჩინარებული ლეტისია დელესი და საბინ დარდემი, რომელიც ცოცხალი გადარჩა 80 დღიანი ტყვეობის შემდეგ. გოგონები საშინლად გამოიყურებოდნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ სხვა გატაცებული ბავშვების მშობლებსაც გაეღვიძათ იმედი, რომ იქნებ მათი შვილებიც ცოცხლები იყვნენ, მაგრამ დუტრომ ამჯერად იმ სახლების მისამართები მისცა პოლიციას, სადაც იგი გატაცებულ გოგონებს თავიდან იშორებდა. მისი ერთერთი სახლის ბაღში აღმოჩენილ იქნა ჟული ლეჟონისა და მელისა რუსოს გვემები.ისინი შიმშილით დაიხოცნენ, რადგან მათი გამტაცებელი რამოდენიმე ხნით ციხეში ჩასვეს. დუტრომ თავის ცოლს დაუბარა ბავშვების გამოკვება, მაგრამ თუ ვენდობით მის სიტყვებს, მას უბრალოდ ეშინოდა ბნელ სარდაფში ჩასვლის.
აღიარების შემდეგ 17 დღეში დუტრომ პოლიციას აჩვენა სახლი, სადაც აღმოაჩინეს ან მარშალისა და იფია ლამბრექსის ცხედრები. ისინი გააბრუეს ნარკოტიკებით და ცოცხლად დამარხეს!
ექვსივე გაუჩინარებული გოგონა ნაპოვნია, ბელგია ცდილობს შეეგუოს ტრაგედიას. ციხეში კი ფსიქიატრები ცდილობენ მარკ დუტროს გონებაში გარკვევას. ის რა თქმა უნდა პედოფილი იყო, ფსიქოპათიური გადახრებით, მალევე ამის მიზეზი მის ბავშვობაში მოიძებნა. გარდატეხის ასაკში იგი მამაკაცებს სთავაზობდა სექსუალურ კავშირს, დედა ყავდა დომონანტი, მამა ეგოისტი, ოჯახში საკმაოდ რთული პირობები ჰქონდათ,რამაც გარკვეული კვალი დატოვა მის ფსიქიკაზე.


ოთახი, სადაც გოგონები იმყოფებონენ

 

საბინ დარდემის სიტყვებზე დაყრდნობით, პოლიციამ დუტროს ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა შეძლო. საბინი მოტაცების შემდეგ, ერთერთ მიყრუებულ სახლში წაიყვანა, ნარკოტიკებით გააბრუა და საწოლზე ჯაჭვით მიაბა. დუტრომ უთხრა გოგონას, რომ ის მოიტაცეს გამოსასყიდის გულისთვის, მისმა მშობლებმა კი გადახდაზე უარი განაცხადეს. ამიტომ გამტაცებლებმა მისი მოკვლა დაავალეს, მაგრამ რადგანაც ის ძალიან კარგია-ამას არ გააკეთებს. დუტრო აუპატიურებდა საწყალ გოგონას, ასევე ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, რომ ის არავის სჭირდება და საერთოდ გაუმართლა რომ მან იპოვნა.გადიოდა კვირეები. საბინი იჯდა სპეციალურად გაკეთებულ სარდაფში 1 მ. სიგანეში და 3 მ. სიგრძეში. საბინს ჰქონდა დღიური, სადაც X-ით აღნიშნავდა იმ დღეს, როდესაც დუტრო აუპატიურებდა. ერთი X ნიშნავდა მტკივნეულს, ორი X ძალიან მტკივნეულს. გამტაცებელი აწერინებდა მას წერლილებს, რომლის გაგზავნასაც პირდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ტყუილი იყო!
ბელგიელები მიხვდნენ, რომ ჟული და მელისას გაუჩინარების შემდეგ, პოლიციას თავისუფლად შეეძლო დუტროს დაკავება. ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ დუტრო და მისი ცოლი 1989 წელს გასამართლებულნი იყვნენ 5 გოგონას გატაცებასა და გაუპატიურებაში. დუტრო სულ რაღაც 3 წელში გამოვიდა. (მისჯილი კი 13 ჰქონდა, მე თუ მკითხავ ეგეც ცოტაა). მგონი ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ დუტრო გაჩერებას არ აპირებდა. 1992 წელს მან ვიღაცას სთხოვა ბავშვის გატაცებაში დახმარება-ყურადღება არ მიაქციეს! მისი ღვიძლი დედაც კი იმას ამბობდა, რომ ადვილი შესაძლებელია მარკს სახლში პატარა გოგონები ყავდეს დამალულიო.1995 წელს როგორც იქნა პოლიციამ დაიწყო მისი ფარულად თვალთვალი, მათ კამერა დაამონტაჟეს დუტროს სახლის წინ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დუტრომ ბავშვების გატაცება ღამით გადაწყვიტა, პოლიცია კი კამერას 18 საათზე თიშავდა.(პედოფილის დაჭერა თუ გინდა, მშვენიერი გამოსავალია კამერის გამორთვა!). გამომძიებელი რენე მიშო მოახდენს მისი ბინის ჩხრეკას, მასთან ერთად იმყოფება ერთერთი მუშა მოწმის სახით, რომელმაც მკაფიოდ გაიგონა ბავშვების ხმა და პოლიციელს შეატყობინა ამის შესახებ. გამომძიებელმა კი იმის მაგივრად, რომ ყურადღება მიექცია ჩხრეკა შეწყვიტა და სახლლი დატოვა. ეს ხმები ეკუთვნოდა მელისა რუსოს და ჟული ლეჟოს. 3 თვის შემდეგ ისინი მოკვდებიან! ჩხრეკის დროს ასევე ამოიღეს ვიდეოკასეტები, რომლებსაც არ უყურეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდათ ვიდეო! ერთერთ კასეტაზე ჩაწერილია იმ სარდაფის აშენების პროცეში, რომლებშიც ბავშვები იყვნენ მოთავსებული.ყველა ამ ფაქტის გაგების შემდეგ, საზოგადოებას ბუნებრივად ებადება კითხვა: ხომ არ ყავდა დუტროს ვინმე მაღალჩინოსანი მფარველი?

  მიშელ ნიული

მოსამართლედ დაინიშნა მარკ კონეროდი, რომელმაც დააკავა დუტროს თანამზრახველიბი, მათ შორის მიშელ ნიული. ბიზნესმენი ბრიუსელიდან დიდი ნაცნობობით.80-იანი წლების დასაწყისში იგი სექს-წვეულებებში იღებდა მონაწილეობას და ახსენებდა ასევე რაღაც კასეტებს,, რომლითაც თითქოს რომელირაც მინისტრს სახელს გაუტეხდა. (იგულისხმება პედოფილთა წვეულებები).ამ ყველაფრის გახმაურების შემდეგ პოლიციას მიმართა დუტროს 11 მსხვერპლმა, ერთერთი მათგანი იყო რეჯინა ლოფი, იგი ეხლა 4 შვილის დედაა. მარკ დუტროს და მიშელ ნიულის ბავშვობიდან იცნობს.რეჯინას დედის საყვარელმა, რომელიც მას აიძულებდა ხანშიშესულ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას, გააცნო ისინი. (იმ პერიოდში რეჯინა პატარა გოგონა იყო).მათი შეხვედრა ძირითადად პედოფილების წვეულებებზე ხდებოდა, სადაც მის გარდა კიდევ სხვა ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. უღებდენენ ვიდეოებს, სურათებს, აუპატიურებდნენ და ა.შ.რეჯინას თქმით, იქ არამარტო ნიული და დუტრო იყო, არამედ ბელგიის გავლენიანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მაღალჩინოსანი პოლიციელები.რა გასაკვირია, რომ მას არავინ უჯერებდა? რეჯინა მოუყვა გამოძიებას კრისტინ ვან ჰეესის მკვლელობის შესახებ (15 წლის), რომლის სხეულიც 1984 წელს იქნა არმოჩენილი ბრიუსელის გარეუბანში. მან ისეთი დეტალები მოყვა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო. ეს მას წესით არ უნდა სცოდნოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა კონორიდის გამოძიება, გავლენიანი პედოფილების გაერთიანების შესახებ, შეწყდა. 1996 წლის ოქტომბერში ის მოხსნენ, უფროსობამ ეს დაასაბუთა, რომ კონორიდი სამსახურეობრივ გავლენას ბოროტად იყენებდა. ასი ათასობით ბელგიელი აღაშფოთა გამოძიების შეწყვეტის ფაქტმა.


დემონსტრაცია ბელგიაში
1996 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო მასშტაბური აქციები,რომლებსაც დუტროს მსხვერპლებიც ესწრებოდნენ. 300000 ადამიანი შეიკრიბა მთავრობის შენობასთან, რომელსაც მეხანძრეები წყალს ასხამდნენ, ხალხმა უბრალოდ უარი განაცხადა სამსახურებში გასვლაზე.ბელგია რევოლუციის ზღვარზე იყო.


მარკ დუტრო

ლეტიცია დელესი

საბინ დარდემი
გამოძიება 8 წელი გაიწელა. სასამართლო პროცესი დაიწყო 2004 წელს.ბევრმა ვერ მოახერხა მოწმედ გამოსვლა. მაგ, იმ ადამიანმა, რომელსაც დუტრომ დახმარება სთხოვა ბავშვის გატაცებაში–იგი მოკლეს სასამრთლომდე 2 დღით ადრე.მთლიანობაში 20 ადამიანი დაიღუპა საეჭვო ვითარებაში, რომლებსაც შეეძლოთ ამ საქმისთვის ასე თუ ისე ნათელი მოეფინათ. ასევე არ გამოცხადდა სასამართლოში რეჯინა ლოფი. (მისი თქმით,იმიტომ რომ მას უბრალოდ გიჟად თვლიან და არავინ უჯერებს).
2004 წლის 17 ივნისს მარ დუტრო ცნეს დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მიშელ ლელუვრს 25 წელი.
ყოფილ ცოლს, მიშელ მარტინს 30 წელი.
გადარჩენილი მსხვერპლები ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ დუტრო აუპატიურებდა და სხვა მამკაცი იქ არ უნახავთ.ეს ყველაფერი რეჯინა ლოფის სიტყვებს ეწინააღმდეგება.შესაბამისად მიშელ ნიული მოხსნეს ეჭვმიტანილთა სიიდან, რადგან ოფიციალური ვერსიით არანაირი პედოფილთა გაერთიანება არ არსებობდა.
საზოგადოება მაინც უკმაყოფილოა,რადგან ყველა კითხვას პასუხი არ გაეცა. ნუთუ მართლა შესაძლებელია ამდენი წლის მანძილზე ერთმა ფსიქოპათმა, რომელიც არანაირად არ გამოირჩევა ჭკუით, ჩაიდინოს ასეთი გახმაურებული დანაშაულები და ვერავინ შეამჩნიოს?
ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ სიმართლე!
კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 211 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]