თანამედროვეობის ყველაზე შთამბეჭდავი და პოპულარული შენობა-ნაგებობები - 24 აგვისტოში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » თანამედროვეობის ყველაზე შთამბეჭდავი და პოპულარული შენობა-ნაგებობები
00:06
თანამედროვეობის ყველაზე შთამბეჭდავი და პოპულარული შენობა-ნაგებობები


მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავი შენობა და ნაგებობა არსებობს. თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით. მათი ამგვარი პოპულარობის ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება. ერთი საერთო მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ისინი გარეგნობით იზიდავენ მილიონობით ადამიანს. განსაკუთრებით კი ტურისტებსა და მოგზაურობის მოყვარულებს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე აღსანიშნავ და დაუვიწყარ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დღემდე თითოეული ადამიანის უსაზღვრო ყურადღებას იმსახურებს.

ემპაიარ სტეიტ ბილდინგი
მდებარეობს ნიუ-იორკ სიტიში, აშშ-ში. ეს შენობა გამოირჩევა თავისი სიმაღლითა და გარეგნობით. არის სართულებიანი, ანტიკური ან აცტეკური პირამიდებისა მსგავსად. მის წვერზე მიბმულია ანძის მაგვარი ღერძი, რომელიც შენობას კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს სძენს.
როდესაც ის ააგეს 1931 წელს, ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში, ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრების აგებამდე 1972. თუმცა ცნობილი ტერაქტების შემდეგ მან კვლავ ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი დაიბრუნა.
განსხვავებით ყველა სხვა ცათამბჯენებისაგან, ეპაირ სტეიტ ბილდინგის ოთხივე ფასადი დანახვაა შესაძლებელი ქუჩიდან.

კოლიზეუმი

ეს არის ცნობილი ფლავიანური ამფითეატრი რომში, მისი მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს დაიწყო ძვ.აღ 75 წელს და დასრულდა ძვ.აღ 80 წელს მისი ვაჟის მიერ. კოლიზეუმი რომაული ანტიკურობის ყველაზე წარმოსადეგი ნიმუშია. მისი აგბულება შედგება ირგვლივ შრეებად განლაგებული ქვის დასაჯდომებისაგან, რომელიც 45,000 მაყურებელს იტევდა და 404 წლამდე გლადიატორების ბრძოლების არენა იყო. კოლიზუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
პარიზის ხვთისმშობლის ტაძარი

ნოტრ-დამ დე პარი არის პარიზის საკათედრო ტაძარი, ადრე ფრანგული გოთიკური არქიტექტურის უდიდესი მიღწევა. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს რომის პაპ ალექსანდრე მესამის მიერ და დასრულდა 14-ე საუკუნეში. პარიზის ხვთისმშობლის ტაძარი აღდგენილ იქნა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფრანგი არქიტექტორის ვიოლეტ დე-ლუკის მიერ. სახელწოდება ნოტრ-დამი ნიშნავს ”ჩვენი ქალბატონი.” მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი არსებობისა, პარიზის ხვთისმშობლის ტაძარი დღესაც უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ტურისტებში რომლებიც სპეციალურად ტაძრის სანახავად ჩადიან პარიზში მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან.
ეიფელის კოშკი

საფრანგეთში და საერთოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობა ეიფელის კოშკი დაპროექტებულია ფრანგი არქიტექტორის გუსტავ ეიფელის მიერ 1889 წელს. კოშკი აღმართულია ელისეის მინდვრებზე. მისი სიმაღლეა 300 მეტრი და შესდგება რკინის კონსტრუქციისაგან, რომელიც ოთხი სართულით და უამრავი რკინის ელემენტით ქმნის წვეტიანი კოშკის ფორმას. სხვადახვა სიმაღლეზე განლაგებული სამი პლათმორმა კიბეებითა და ლიფტით მიემართება კოშკის ბოლო სართულამდე, საიდანაც პარიზის ულამაზესი ხედი იშლება.
ტაჯ-მაჰალი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შთამბეჭდავი ტაძარი ტაჯ-მაჰალი (1632-1650) მდებარეობს ინდოეთში, კერძოდ აგრაში. იგი აშენებულია შაჰ ჯაჰანის მიერ, როგორც თავისი მეუღლის სამარხი.
ტაჯ-მაჰალი მიჩნეულია, როგორც მონღოლური სტილის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ნიმუში და აგრეთვე როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა. ოთხი დახვეწილი თეთრი მინარეთები ქმნიან ტაძრის კედლებს, რომელიც მაღლა სრულდება თეთრი გუმბათით. მთლიანი სტრუქტურა აგებულია მარმარილოსაგან.
ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი 2,400 სიგრძის ფორტიფიკაციაა, რომელიც მიჰყვება მონღოლური ველის სამხრეთ ნაპირს. იგი ააგეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩინეთი ჩრდილოელი მომთაბარეებისაგან. კედელი წარმოადგენს ანტიკური ხანის რამდენიმე კედლის ერთობლიობას. პირველი გაერთიანებული კედელი აშენდა ჩინის დინასტიის დროს ჩვ.წ.აღ 3 საუკუნეში. კედლის სიმაღლეა დაახლოებით 7.6 მეტრი, ხოლო სისქე 4.6-9.1 მეტრი. მნახველებისათვის იგი გაიხსნა 1949 წელს. არსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის კედელი ერთადერთია, რომლის დანახვაც კოსმოსიდან შესაძლებელია.
თავისუფლების ქანდაკება
46 მეტრი სიმაღლის თავისუფლების ქანდაკება თავისუფლების კუნძულზე მდებარეობს, ნიუ-იორკის ყურეში. ქანდაკებას მარჯვენა ხელში უჭირავს ზემოთ აღმართული ჩირაღდანი ხოლო მარცხენა ხელში დაფა ამოტვიფრული წარწერით: "July IV MDCCLXXVI.”
ქანდაკება არის ფრანგი მოქანდაკის ნახელავი და წარმოადგენს ფრანგი ხალხის საჩუქარს ამერიკელი ხალხის მიმართ ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს. თავისუფლების ქანდაკება დღესდღეობით წარმოადგენს აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სიმბოლოს.
ქრისტეს ქანდაკება რიოშო

ქრისტეს ქანდაკება მდებარეობს კორკოვადოს მთაზე 710 მეტრ სიმაღლეზე. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანდაკება, მნახველების უზარმაზარი რაოდენობით. ქანდაკებაზე გამოსახულია იესო ქრისტე გაშლილი ხელებით.
პიზის კოშკი

პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.
პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შტამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.
სიდნეის ოპერა

სიდნეის ოპერის შენობა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელი ობიექტია ფოტოგრაფებისათვის. მეტიც, იგი წარმოადგენს თავად ”ავსტრალიას.”
მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა მხოლოდ 1973 წელს, იგი ისეთივე სიმბოლოა ავსტრალიის, როგორიც პირამიდები ეგვიპტის, ან კოლიზეუმი რომის.
ოპერა მდებარეობს ბენელონგის კონცხზე. სიდნეის ყურის ხიდის ჰორიზონტი, ლურჯი წყალი და ოპერის შენობა დაუვიწყარ და დრამატულ სურათს ქმნიან.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 223 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]