მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » ტვინის შესაძლებლობები
16:25
ტვინის შესაძლებლობები
ტვინის შესაძლებლობები - Site Name

ფაქტები ტვინზე და მის შესაძლებლობებზე… 

* ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოკვლევისთვის 7 ათასი ადამიანის ტვინი ინახება.

* არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი წინაპრები ტვინის ოპერაციებს ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ აკეთებდნენ. თავის შიდაქალის წნევის დასაწევად ავადმყოფს თავს უხვრეტდნენ.

* მოსაზრება თითქოს ადამიანი ტვინის მხოლოდ 10% – ს იყენებს, მცდარია.

* ადამიანის ტვინი საშუალოდ 1300 გრამს იწონის და სავარაუდოდ, 18 წლამდე იზრდება.

* აუტიზმით დაავადებულ დანიელ ტემეტს გონებაში რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია. იგი 7 ენას ფლობს.

* კეიტ ჯარეტს (ცნობილი ჯაზმუსიკოსი) 3 წლის ასაკში შეეძლო აჟღერებული ნოტის ზუსტად გამოცნობა.

* ბენ პრიდმორი მახსოვრობის ჩემპიონა. მას 96 ისტორიული მოვლენის დამახსოვრება შეუძლია 5 წუთში.

*ბავშვებს, რომელთაც მშობლები და მასწავლებლები ზღაპრებს ხმამაღლა უკითხავენ და მის შინაარსს მათთან ერთად განიხილავენ, მეტად განვითარებული გონება აქვთ. თანატოლებზე მეტად განვითარებული არიან ის ბავშვები, რომლებიც 5 წლის ასაკში 2 ენაზე ლაპარაკობენ. ხოლო იმ პატარებს, რომლებსაც მშობლები უხეშად ექცევიან, აზროვნება უქვეითდებათ და ახალი ინფირმაციის აღქმა უჭირთ.

* უძილობა მეხსიერებას აქვეითებს.

* ადამიანი მუსიკის თანხლებით ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებს. ამიტომ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სასურველია, სასიამოვნო მელოდიების ფონზე იმეცადინონ.

წყარო:ucnauri.com
კატეგორია: ამბები | ნანახია: 358 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]