სახლი,რომელშიც 1000 სარკეა (იაპონური იგავი) - 16 ოქტომბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » სახლი,რომელშიც 1000 სარკეა (იაპონური იგავი)
10:54
სახლი,რომელშიც 1000 სარკეა (იაპონური იგავი)

დიდი ხნის წინათ, ერთ შორეულ სოფელში მდებარეობდა სახლი, რომელშიც 1 000 სარკე იყო.ერთმა პატარა, ბედნიერმა ძაღლმა გაიგო ამ სახლის არსებობის შესახებ და გადაწყვიტა მოენახულებინა.

სახლის კარი ღია დახვდა და მხიარული ხტუნვით გაუყვა სახლში შესასვლელ დერეფანს. და როდესაც სახლში შევიდა,მისდა გასაოცრად დაინახა 1000–მდე მისი მსგავსი ძაღლი, რომლებიც მის ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეს იგივე რეაქციით პასუხობდნენ.
ძაღლს გაეღიმა და ათასივე ძაღლმა ღიმილითვე უპასუხა,თბილად და მეგობრულად.

და როდესაც სახლიდან გამოვიდა ძაღლი ფიქრობდა:

– რა მშვენიერია ადგილია, ხშირად ვესტუმრები ხოლმე.

იგივე სოფელში ცხოვრობდა მეორე ძაღლიც,თუმცა იგი არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც პირველი და მუდამ კარგი განწყობითაც არ გამოირჩეოდა. და ამ ძაღლმაც გადაწყვიტა მოენახულებინა ეს სახლი. მან ზანტად შეაბიჯა სახლში და როდესაც შევიდა დაინახა ათასი ძაღლი, რომელიც მას არამეგობრულად უცქერდა. მასში თავდაცვის ინსტიქტმა გაიღვიძა და შეშინებული გამოიქცა უკან.

და როდესაც სამშვიდობოს გამოვიდა იგი ფიქრობდა:

– რა საშინელი და საშიში ადგილია, აღარასოდეს დავბრუნდები უკან.

სამყარო სარკეა.შენი ცხოვრება კი მისი ანარეკლი , ის რასაც შენ ხედავ მასში და აღიქვამ ...

კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 251 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]