მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » სახალისო ამბავი
16:36
სახალისო ამბავი



ბოლომდე წაიკითხეთ დიდი არ არის

ფერმერ ჯეკს ავარია შეემთხვა. სასამართლოზე მომჩივანი სატვირთო მანქანების ფიმრის ადვოკატი ეკითხება ფერმერ ჯეკს:
-ავარიის მოენტში თქვენ პოლიციელს უთხარით რომ კარგად იყავით. არის თუ არა ეს სიმართლე?
-კარგი გიპასუხებთ,-უთხრა ფერერმა,-მე ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი სატვირთოში ჩავსვი და…
-მე თქვენთვის დეტალები არ მიკითხავს,-შეაწყვეტინა ადვოკატმა,-უბრალოდ ამ კითხვას უპასუხეთ: უთხარით თუ არ პოლიციელს რომ კარგად იყავით?
ფერმერმა უპასუხა:
-როგორც კი ბესი მანქანაში ჩავსვი, დავიძარი და მთავარ გზაზე გავედი…
ადვოკატმა ისევ შეაწყვეტინა:
-თქვენო ღირსებავ, მე ვცდილობ დავამტკიცო ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა საგზაო პატრულს დაუდასტურა რომ კარგად იყო, ახლა კი ჩემს კლიენტს ზარალის ანაზღაურებას თხოვს. ის ნამდვილად თაღლითია. გთხოვთ აიძულოთ რომ ჩემს კითხვას ან კი ან არა უპასუხოს.
მაგრამ მოსამართლე დაინტერესდა ფერმერის ამბით და თქვა:
-ჯობია მისი საყვარელი ძროხის, ბესის შესახებ ვკითხოთ მეტი.
ფერმერმა ჯეკმა გულითადი მადლობა გადაუხადა მოსამართლეს და დაიწყო:
-როგორც ვამბობდი ჩემი საყვარელი ძროხა, ბესი ჩავსვი სატვირთოში და მთავარ გზაზე გავედი. შუა გზაზე დიდმა ტრაილერმა წინ გადამისწრო და უცბად დაამუხრუჭა, მე ვეღარ მოვასწარი შეჩერება და მას დავეჯახე. სატვირთო მანქანა გადამიბრუნდა. მე ერთ მხარეს გადავვარდი, ბესი კი მეორე მხარეს. ყველაფერი მტკიოდა და ვერ ვინძრეოდი, მეორე მხრიდან კი ბესის კვნესა და ბღავილი ესმოდა. მივხვდი რომ სასიკვდილოდ იყო დაშავებული. მალე პატრულიც მოვიდა. მან ბესის ბღავილი გაიგონა და მისკენ წავიდა. როდესაც მასთან მივიდა, დაინახა რომ ბესი ტანჯვით კვდებოდა. ამიტომ ამოიღო თავისი იარაღი და ბესის შუბლში დაახალა. შემდეგ გზის მეორე მხარეს, ჩემსკენ გადმოვიდა, ხელში ისევ იარაღი ეჭირა და მკითხა: "-თავს როგორ გრძნობთ”. ახლა თქვენ მითხარით, მე რა ჯანდაბა უნდა მეპასუხა?
კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 661 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]