მთავარი » 2011 » იანვარი » 29 » სად დაიკარგა ერთი ლარი?
08:39
სად დაიკარგა ერთი ლარი?

სამი კაცი შევიდა რესტორანში პურის საჭმელად. მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი 30 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 10 ლარი. როცა გარეთ გამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ იანგარიშა და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გადაახდევინა. ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბიჭს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად (5 ერთლარიანი კუპიურები იყო). ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, ორი ლარი კი თვითონ დაიტოვა.
ახლა ვიანგარიშოთ: 3 კაცმა გადაიხადა ათ-ათი ლარი და თითო ლარი უკან დაუბრუნეს, ე.ი. თითოეულმა დახარჯა 9 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 9×3=27 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 27+2=29 (ლარი). გადახდილი კი იყო 30 ლარი.

სად დაიკარგა 1 ლარი?
კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 1696 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

თეკლა
 mivxvddiiii
mara ver avxsni cota dzneli asaxsnelia  
   01.08.2011 10:05