მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » საახალწლო სუფრა
23:53
საახალწლო სუფრა

დასახელება: საახალწლო სუფრა

სიახლის ტიპი: ტექსტი

საახალწლო სუფრა:
საახალწლო სუფრას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს . გავრცელებულია აზრი რომ თუ საახალწლო სუფრა უხვი და ლამაზი იქნება მერე ოჯახში მთელი წელი სიუხვე და ბედნიერება სუფევს. მე პირადად საახალწლო სუფრა ახალი წლის დადგომას , ახალ იმედებს, ოცნებებს და ყველანაირ სიახლეს მახსენებს . სუფრაზე არის ისეთი კერძები რომელსაც წლის სხვა სეზონებზე ვერ შეხვდები . ამიტომაც აქვს საახალწლო სუფრას თავისი ხიბლი.

საახალწლო სუფრის კერძებში ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს საცივს , რომელსაც ტრადიციულად ინდაურის ხორცისგან ამზადებენ . როგორც წესი ინდაურს ქართველები სხვა დროს არ ვწყალობთ მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი ცოცხალი ინდაურიც ვეღარ იპოვოთ.

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გოჭს, რომელიც შემწვარ მდგომარეობაში , პირში ბოლოკით , ამშვენებს სუფრას.

გოზინაყი – ყველაზე გემრიელი ნუგბარი ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, ბევრ დიასახლისს არ გამოსდის გოზინაყის მომზადება მაგრამ ყველა ცდილობს :) ეს ხომ ახალი წლის ღამეა..

ჩურჩხელა– ნამდვილი ქართული , ტრადიციული ჩურჩხელა აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე, ხილთან და სხვადასხვა შოკოლადებთან ერთად.

ღვინო – აუცილებელია ქართულ სუფრაზე. მისი შერჩევაც ძალიან საფრთხილო საქმეა, რომელსაც ტრადიციულად ოჯახის უფროსი აკეთებს და ხშირად შემდეგი ტრაბახის მიზეზიც ხდება ეს სასმელი. თანამედროვე სუფრასთან არევამ შემოიტანა შამპანურის კულტურა. ახალ წელს ძალიან ბევრი ამ შუშხუნა სასმელით ულოცავს ერთმანეთს.

ახალ, კლასიკურ სუფრაზე კი ჭარბობს ხიზილალა, კარაქითა და ლიმონით, ზეთის ხილი, რაც მეტად დამახასიათებელია თანამედროვე სუფრისთვის, ორგინალურად მორთული ოლივიე და სხვა სალათები.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1437 | დაამატა: NeWbYe | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]