მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19 » როგორ გამოვიცნოთ ბიჭის ხასიათი ტანსაცმლის ფერის მიხედვით...
12:39
როგორ გამოვიცნოთ ბიჭის ხასიათი ტანსაცმლის ფერის მიხედვით...

არ ვიცი ტანსამლის ფერით გოგონას ხასიათის ამოცნობაც თუ შეიძლება,მაგრამ მე ცისფერი და ყავისფერი მიყვარს და დაემთხვა ნამდვილაად :D

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანი ტანსაცმლის ფერს შემთხვევით არ ირჩევს. ფერს მის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია. თუ ამას კარგად დააკვირდებით და გაითვალისწინებთ, უფრო გაგიიოლდებათ იმის გარკვევა, გინდათ თუ არა კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.ამ შემთხვევაში რჩევებს გოგონებს მივცემ. გოგონებო, კარგად დააკვირდით, რე ფერის ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას თქვენი რჩეული.

თუ ბიჭი თეთრ ფერს ირჩევს, მაშინ იგი ტრადიციების მკაცრი მიმდევარია და ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევა უყვარს. მისი აზრით, ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს.

სრულიან საწინააღმდეგო ხასიათი აქვთ წითელი სამოსის მოყვარულებს.მათთვის არ არსებობს წესები და საზღვრები. ოღონდ გაითვალისწინეთ, ამასთან ერთად ისინი ძალიან ეჭვიანებიც არიან.

შავ ფერს ჩაკეტილი უკონტაქტო ბიჭები ანიჭებენ უპირატესობას. ისინი ძალიან უცნაურები არიან.

ყვითელი ფერის მოყვარულები ფაქიზნი და დამყოლნი არიან. ისინი მუდმივად იმას ცდილობენ თავიანთ რჩეულს ასიამოვნონ.

ის ბიჭები, რომლებიც ვარდისფერს ანიჭებენ უპირატესობას, ძალიან აქტიური და მექალთანეები არიან. ხშირად ბევრს გპირდებიან , მაგრამ არაფერს გისრულებენ. მათგან ერთგულებას ნუ ელით.

მწვანე ფერი ჯიუტი ჯიუტი ბიჭების რჩეულია. მათ ლიდერობა უყვართ, თუმცა ერთგულებიც არიან.

ნარინჯისფერი სამოსი არტისტულ ბიჭებს მოსწონთ. უყვართ პირველობა.

ყავისფერის მოყვარულები რომანტიკულები და ყურადღებიანები არიან. ერთადერთი მინუსი აქვთ-უბრალო რამ სწყინთ.

ცისფერი ტანსაცმელი შედარებით სრულყოფილ ბიჭებს უყვართ, ისინი ყავისფერის მოყვარულთა კატეგორიას ჰგვანან.

რუხი ფერის თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ისინი ლაღები და კონტაქტურები არიან.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 664 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]