მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილები...
11:01
ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილები...

დასახელება: The Ritz Side Car

ადგილი: Bar Hemingway, Hotel Ritz, Paris

ფასი: $515

ინგრედიენტები: 1830 წლის კონიაკი Ritz Reserve, Cointreau, ახლად გამოწურული ლიმნის წვენი.

თავის დროზე ეს სასმელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც უძვირესი კოქტეილი, სადაც მსოფლიოს უძველესი კონიაკი შედის ინგრედიენტებში. ეს კონიაკი იმითაა განსაკუთრებული, რომ იგი მანამდეა დამზადებული, სანამ საფრანგეთის საუკეთესო ვენახებში ფილოქსერას დაავადება გაჩნდებოდა. ეს კონიაკი უკვე ლეგენდად იქცა და დღეს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ბოთლია შემორჩენილი. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში "ოტელ რიცში” 60-ჯერ შეუკვეთეს ეს სასმელი (აქედან სამი შემკვეთი ქართველი იყო), ასე რომ, სულ მალე კოქტეილი შესაძლოა ისტორიის საკუთრება გახდეს.

დასახელება: Magie Noir

ადგილი: ღამის კლუბი Umbaba, London ფასი: $630

ინგრედიენტები: კონიაკი Richard Hennessy, Dom Perignon-ის ვინტაჟური შამპანური, შავი მოცხარის ლიქიორი Créme de mure, ე.წ. "ლიმონის ურო” (Lemon grass), ლიჩი, იოჰიმბეს ხის კანის ექსტრაქტი.

ეს ბარმენ ჟილ ანდრიეს შედევრია, რომელიც მან Goldman Sachs-ის ბანკირების შეკვეთით შექმნა. მათ თავისი წარმატებული ოპერაციის აღსანიშნავად ბარმენს "რაღაც განსაკუთრებული” შეუკვეთეს. შედეგი "შავი მაგია” იყო. გარდა ამისა, სასმელს მოყვება 24 კარატიანი თეთრი ოქროს გულსაბნევი.

დასახელება: Martini on the Rock

ადგილი: Blue Bar, Algonquin Hotel, New York

დასახელება: Dazzle

ადგილი: Second Floor Bar, Harvey Nichols, Manchester

ფასი: $51,200

ინგრედიენტები: ვარდისფერი შამპანური, მარწყვის ლიქიორი, ლიჩის ლიქიორი, ლიმნის წვენი, შაქრის სიროფი, 18 კარატიანი თეთრი ოქროს ბეჭედი, სადაც ვარდისფერი ტურმალინისა და ბრილიანტის თვლებია ჩასმული.

კოქტეილს დაცვის მთელი ესკორტით მოგართმევენ. ბარში სპეციალური სეიფია, სადაც ბეჭდები ინახება. ისინი სხვადასხვა ფასისაა და კოქტეილის ღირებულებაც შესაბამისად ბეჭედზეა დამოკიდებული.

დასახელება: Platinum Passion

ადგილი: Duvet, New York

ფასი: $1,500

ინგრედიენტები: L'Esprit de Courvoisier, ლიმნის წვენი, მარაკუიას სიროპი, ტყის კენკრა, ველური თაფლი, ყავისფერი შაქარი, შამპანური Ruinart.

ნიუ-იორკული რესტორანი Duvet ბევრი რამითაა განთქმული, მაგრამ იქაურ კოქტეილებს ყველა ხაზს უსვამს. სასმელს შამპანურის ფუჟერში ასხამენ და ორქიდეით რთავენ. ეს კოქტეილი თურმე ძალიან უყვართ პერის ჰილტონსა და პამელა ანდერსონს.

კატეგორია: ამბები | ნანახია: 921 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

 saintereso iyo wink wink wink  
   22.08.2011 16:32