მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » ყოველდღიური წვრილმანები
10:52
ყოველდღიური წვრილმანები

მეგობრი გაბრწყინებული სახით გეუბნება, რომ მაგარი ანეგდოტი გაახსენდა და მოგიყვება. შენ მის ანეგდოტებზე არასდროს გეცინება, ამიტომ ეგრევე გონებაში გეგმავ როგორ გაიცინო დამაჯერებლად, ან რამე რეპლიკას იფიქრებ რომ არ აწყენინო :|9 ზე რომ ხარ გასასვლელი მაღვიძარას 7 ზე აყენებ და 9-ის ნახევრამდე 5-5 წუთობით რომ წევ
გზაზე რომ გადადიხარ და მანქანა რომ ანელებს, რომ ვერ არკვევ ის გითმობს თუ შენ უნდა დაუთმო და ასე ხართ შეყოვნებულები რამოდენიმე წამის განმავლობაში.
ზამთარში ჩაწვები თბილად ლოგინში და გახსენდება რომ შუქი ჩართული დაგრჩა
ადამიანს, რომ დაემშვიდობები და ორივე მაინც ერთი გზით აგრძელებთ სიარულს
ამდენი წელი სახლში ცხოვრების მიუხედავად, მაინც რომ არ იცი შუქის ორღილაკიანი ჩამრთველიდან რეალურად რომელი ანთებს სინათლეს...
ქურთუკს ("კურტკას") რომ იცვამ და მეორე ხელს აცილებ და ვერ უყრი...
უცხო ადგილას რომ ხარ და ტრანსპორტს რომ გამოყვები, თან გზაში ხედების თვალიერების დროს რომ გგონია შეგეშალა
ჩემო ლამაზოო, ჩემო ისეთოო, ასეთოო, რომ უკომენტარებენ, არადა ცვეტში, არც ლამაზია, არც საყვარელი და არც მაჩვი.
უსიამოვნო მომენტი, როდესაც მანდარინს ფრცქვნი და უცებ წვენი თვალებში შეგესხმება...
უბრალო ფანქარს წვერი რომ მოსტყდება, მოტეხილ ნაწილს ისევ წვერის ადგილას რომ დებ და ცდილობ ისე განაგრძო წერა...
ღამის 12 საათს რამდენიმე წუთი რომ გადასცდება და აღარ იცი დღეს "დღევანდელი" დაუძახო თუ "გუშინდელი"...
მანქანის წინ რომ დგახარ, რომ გამოდის რა და ვერ უმუღამებ საით უნდა წასვლა
მაცივარს რომ გამოაღებ,ცარიელია და მაინც საათნახევარი აშტერდები,იქნებ რამე იპოვო
"FB ფრიენდი" რომელიც მხოლოდ მხოლოდ მაშინ გახსენდება, როდესაც რაიმეს "დალაიქების" თხოვნით მოგმართავს...
წვიმის მერე სახურავებიდან და ხეებიდან წყალი რომ წვეთავს და რომ ცდილობ წვეთვის ინტერვალი გაიგო, რათა ისეთ დროს გაიარო, რომ არ დაგეწვეთოს.

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 665 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]