მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » ფსიქოლოგია- აუცილებელი მეცნიერება?
21:25
ფსიქოლოგია- აუცილებელი მეცნიერება?


საზოგადოებაში , სადაც წლების მანძილზე უფრო და უფრო მეტ ადამიანს ემართება გონებრივი ავადმყოფობა, ჩნდება კითხვა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ფსიქიკურ აშლილობას.

დღესდეღეობით არსებობს უამრავი პრობლემა, რასაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი განიცდის… ზოგს შესწევს უნარი საკუთარი შესაძლებლობით ან მეგობრების დახმარებით გამოვიდეს მდგომარებიდან და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ ეს მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას…. შეყვარებულმა მიგატოვათ? ოჯახში გაქვთ პრობლემები? იქნებ ფინანსურად გიჭირთ ან გაწუხებთ რაღაც ისეთი, რაც ხვდებით რომ თანდათან ხელს გიშლით იაროთ წინ …. თუ არ შეგწევთ უნარი თვითონ გაუმკლავდეთ საკუთარ პრობლემებს, მაშინ არც ეს არის კატასტროფა…

ფსიქოლოგიას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩაეყაარა საფუძველი . პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს "სულის შესახებ”, რომელშიც განხილულია ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი . თვითონ როგორც ფსიქოლოგიის არსი მდგომარეობს არა მარტო ფსიქიკურ აქტივობებში , არამედ ადამიანიშიც, როგორც მთლიანი პიროვნება და მისი ქცევის გაგება.ეს მეცნიერება განსაზღვრავს ადამიანის საქციელს.

დღესდღეობით სხვა ქვეყნებში ძალიან არის აქტუალური ფსიქოლოგიის თემა, განსხვავებით საქართველოსგან ( და სხვა ზოგიერითი ქვეყნებისგანაც ). რატომღაც არ ვიცი რას დავაბრალო – ქართველების მენტალობას,, თუ სხვა რამეს , მაგრამ ქართველ ხალხს არც თუ ისე მოწყალე დამოკიდებულება გააჩნიათ ფსიქოლოგებთან . რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისებიც. პირადად მე ძალიან მაინტერსებს ეს სფერო და არ შემეძლო არ შევხებოდი ამ თემას.

რატომ ფიქრობენ ქართველების უმრავლესობა რომ ფსიქოლოგთან მისვლა არ არის კარგის მომტანი . იქნებ ეს ზოგს "გრეხად” მიაჩნია ან ფიქრობს – ვაიმე ეს რომ ჩემმა მეზობელმა გაიგოს ჭორებით გამავსებს და თავს რა გამომაყოფინებს გარეთო.. მაგრამ აშკარააა რამხელა პროგრესი შეიძლება მოგიტანოთ ცხოვრებაში ფსიქოლოქიურმა კუსრებმა (რა თქმა უნდა თუ გაწუხებთ რამე პრობლემა) მაგალითად ავიღოთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა … ვინაიდან და რადგანაც ეს საქართველოა და ვიცით , რომ გაყრას მოსდევს აუარებელი ჭორი, ბევრი წყვილი აგრძელებს ურთიერთობას სწორედ ამის გამო, რომ მითქმა-მოთქმა არ ატყდეს… მაგრამ აბა დაუკვირდით … რა მოხდებოდა პრობლემების წამოჭრისთანავე რომ მისულიყავით ფსიქოლოგთან და ჩაგეტარებინათ რამდენიმე კურსი. იქნებ მიხვედრილიყავით თქვენს შეცდომებს და თავის დროზე აღმოგეფხვრათ ის. მაგრამ კიდევ თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ არც ეხლაა გვიან და ისევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება…

მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო მინდა გავიგო რას ფიქრობთ ფსიქოლოგებზე და კერძოდ ფსიქოლოგიაზე. რამდენად მისაღებია თქვენთვის და თუ არ არის მისაღები იქნებ განმანათლოთ და ამიხსნათ რატომ…
პირადა მე დიდი სურვილი მაქვს გავხდე ფსიქოლოგი , მაგრამ, ვხვდები რომ ჩემი გადარეული ხასიათის გამო ეს შეუძლებელია (ვთვლი , რომ ფსიქოლოგს უნდა გააჩნდეს შესაფერისი ხასიათიც)

წყარო: ჩემი თავი და სულ სულ ცოტა რამ wikipedia.org -დან

არა რა , სანამ ფსიქოლოგის ნაცვლად ფსიქიატრიულში არ მოხვდება ვინმე მანამდე არ დააფასებენ ფსიქოლოგიას
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 282 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]