მთავარი » 2011 » აგვისტო » 3 » მხოლოდ საქართველოში
21:14
მხოლოდ საქართველოში

1. მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ სასქესო ორგანოს აღწერას, იმიტომ, რომ უზრდელობაა და ვინც ეს დაწერა და დახატა გაუხმეს ხელები  bigsmile

 

2. მხოლოდ საქართველოში ცალმხრივი მოძრაობის გზაზე უნდა გაიხედო ორივე მხარეს.

 

3. მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია.  lipssealed

 

4. მხოლოდ საქართველოში შეგიძლია იყიდო ლიმონათი რომელიც ბორჯომის ბოთლშია ჩამოსხმული და "აია"-ს ლოგო აქვს.

 

5. მხოლოდ საქართველოში არიან 60 წლის ქალიშვილები.  makeup

 

6. მხოლოდ საქართველოში უცნაური თვალებით გიყურებენ როდესაც წიგნს კითხულობ ტრანსპორტში.  nerd

 

7. მხოლოდ საქართველოში ვსკდებით ახალი წლის ღამეს ჭამით.  pizza

 

8. მხოლოდ საქართველოში გადადიან ქუჩაზე ზუსტად მიწისქვეშა გადასასვლელის ზემოთ.

 

9. მხოლოდ საქართველოში ქორწილი ჩხუბის გარეშე არ მთავრდება.  punch

 

10. მხოლოდ საქაერთველოში ცარიელ ტრანსპორტში თავზე დაგადგება ვიღაც მსუქანი ქალი რათა ადგილი დაუთმო. (მე პირადად გადამხდენია ეს)  angry

 

11. მხოლოდ საქართველოში დადიან სტადიონზე იმისთვის, რომ "სუდიას" აგინონ.  swear

 

12. მხოლოდ საქართველოში საჭესთან მჯდომ მძღოლს შეუძლია ერთდროულად დედა აგინოს სხვა მძღოლს და თან პირჯვარი გადაიწეროს.  rofl

 

13. მხოლოდ საქართველოში აქვთ ექიმებს ყველაზე დიდი გულის ჯიბეები.  cash

 

15. მხოლოდ საქართველოში ამბობენ: შემომელახა, შემომატყდა, შემომეუპატი*რა და ა.შ.  happy

 

16. მხოლოდ საქართველოში ნახავ მსგავს წარწერას: "ნისიად არც ძმას" და "ნისიამ არ გაამართლა" (პირადად ვნახე) nod

 

17. მხოლოდ საქართველოშო: "მთვრალი კაცი კაი კაცი" drunk

 

18. მხოლოდ საქართველოში აქვთ მობილური "სიაფანტად" ყურზე მიდებული და შუა "ლაპარაკის" დროს ისმის ზარი.  phone

 

19 . მხოლოდ საქართველოში ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ვიღაცა გაიცინებს, იტყვის რა  talking -ები არიან ასე ვინც აკეთებსო გავა ქუჩაში და უარესს თუ არა იგივეს გაიმეორებს.  headbang

 

 20. მხოლოდ საქართველოში იპარავენ შუტკებს და ამბობენ, რომ მათი მოგონილია - პირველ ნაწილში ვეთანხმები მეორეში კი არა რადგანაც ვაღიარებ, რომ მე არ მომიფიქრებია. (რამოდენიმეს გარდა)

 

ამდენი ცუდის შემდეგ მოდით რაიმე კარგიც ვთქვათ, რაც საკმაოდ მრავლად გვაქვს ქართველებს

 

მხოლოდ საქართველოშია ასეთი საოცარი ბუნება.


მხოლოდ საქართველოში შეგიძლია ზაფხულში იბანაო ზღვაში და შემდეგ დაეშვა მთიდან თხილამურებითhappy

 

თუ სურვილი გაქვთ კომენტარებში გააგრძელეთ თემა მხოლოდ საქართველოში...

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 714 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]