მთავარი » 2010 » ნოემბერი » 9 » მხოლოდ გოგონებისთვის...
18:50
მხოლოდ გოგონებისთვის...


ლამაზი ქალის 7 სასარგებლო ჩვევა...

1. ძილი. რეჟიმი-დიდი ძალაა. ნურასდროს გაწირავთ ძილს ღამის გართობისა,ტელევიზორის ან კომპიუტერის გამო. ისწავლეთ დროის ისე დაგეგმვა, რომ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და ადგეთ. მაშინ თქვენი ბიოლოგიური საათები აუცილებლად გააკეთეთ ხოლმე სახის კუნთების ვარჯიში.თქვენზე იმუშავებენ.
2. კვება. ნუ გაკეთებთ ეკონომიას საკვების ხარისხზე. სჯობს სამჯერ ნაკლები მიირთვათ, მაგრამ საუკეთესო იმიდან, რისი შეძენის საშუალებაც გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ და თქვენი ასაკის მოთხოვნილებების მიხედვით იკვებეთ. ნუ გადააჭარბებთ. არასდროს გამოიყენოთ საკვებში ტრანსგენური ცხიმები და მათ საფუძველზე გაკეთებული ცომეული.
3. ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, ამის განხილვაც არ უნდა. ადამიანი- ბიოლოგიური მანქანაა, რომელიც მოძრაობას საჭიროებს და დგომით ინგრევა. თუკი არ გიხერხდებათ დილით 15-20 წუთი ვარჯიში. საქმის შუალედში შეასრულეთ ვარჯიშები
4. ექიმთან ვიზიტები. სპეციალისტების გეგმიური შემოწმება წესად უნდა გექცეთ. წელიწადში ორჯერ გინეკოლოგისა და მამოლოგის მონახულება აუცილებელია.
5. წელი და სიარული. არაფერი ისე არ აბერებს ქალს,რომ მოშვებული მხრები და ჩაქინდრული თავი; პატარა ეშმაკობაა, როგორი კომპლექციისაც არ უნდა იყოთ, სილუეტი ყოველთვის შემართული, თუკი მკერდის ხაზის ქვევით თქვენთვის უხილავია მუცელი.  სიარულისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მუცელი ყოველტვის შეზნექილი იყოს, მხრები კი - გაშლილი.
6. ნიკაპი და სახის ოვალი. როდის ვიწყებთ გოგონებიდან დეიდებად გარდაქმნას? როცა სახის ოვალი მოდუნდება და ჩნდება მეორე (მესამე ან მეხუთე) ნიკაპი. ამასთან შებრძოლება შეიძლება. ნიკაპს მეორე პრესს უწოდებენ – და რომ არ დაეკიდოს ისევე, როგორც მუცლის პრესის, მისი ვარჯიშიც შეიძლება. 
7. მიმიკა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიმიკას. ბრწყინვალე სოფი ლორენი წიგნში "ქალი და სილამაზე” ყვება, რომ საათობით იჯდა სარკის წინ და ამა თუ იმ ემოციის გამოხატვას ხვეწდა – მანამ, სანამ კუნთები "არ დაიმახსოვრებდნენ” საჭირო მდგომარეობას. ”ზუსტად ვიცოდი, როგორი გამომეტყველება მიხდებოდა, და რომელი - არა”.


კატეგორია: გოგონებისთვის | ნანახია: 1073 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]