მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » Microsoft-მა სამსახურში 11 წლის ბიჭი მიიღო
17:25
Microsoft-მა სამსახურში 11 წლის ბიჭი მიიღო


11 წლის ეგვიპტელი მაჰმუდ ვაელი, რომელსაც რამდენიმე წამში გამოანგარიშება შეუძლია, კორპორაცია Microsoft-ის ტექნიკური სპეციალისტად აიყვანეს.

როგორც "ინტერფაქსი” იუწყება, ბიჭს სულ რამდენიმე წამი ჭირდება 40-ის 78-ზე გასამრავლებლად. ვაელის თქმით, მისი შესაძლებლობები მამამ აღმოაჩინა, როდესაც იგი 3 წლის ასაკში თავის დას ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა. მან დასძინა, რომ თავს "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ბიჭად ” მიიჩნევს. მეზობლები კი ბიჭს გენიოსად აღიარებენ.

"ახლა მე ინფორმაციული ქსელების ექსპერტი ვარ და უკვე მუშაობა შემიძლია. თუკი რამის გაგება დამჭირდება, "გუგლი” და "ვიკიპედია” მაქვს, – ამბობს Microsoft-ის ტექნიკური სპეციალისტი.

9 წლის ვაელი ქაიროს ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში შევიდა, ახლა კი იგი ინფორმატიკის კურსს გადის. ბიჭი თავისუფლად ლაპარაკობს არაბულ და ინგლისურ ენებზე, სწავლობს ფრანგულს და ყველაზე მეტად "კომპიუტერითაა” დაინტერესებული.

კატეგორია: გენიალური იდეები | ნანახია: 342 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]