მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » ლექსი
23:16
ლექსი


ქალი ლამაზი და ქალი ეულია
მას ხომ სიზმრებში მთვარეზეც გაუვლია
ბედის ირონიით დამცირებულს,
კაცის სიყვარული ვალად აუღია.

წვიმასთან ერთად ღამე დასეირნობს
გულის კარები კი სხვისთვის გაუღია
ვნებით გადაქანცულს,სხივით მოელვარეს
თავისი ოცნებები ჯალათთან წაუღია

ზის და სანთლებს ანთებს და თან ღმერთს შეჰყურებს
ხატი კოცნითა და ლოცვით დაუღლია
თავის ოცნებები თურმე განრისხებულს,
ჩუმად სულ თავისთვის ტვინში დაუწვია.

ეხლა ზღვას გაჰყურებს,ცდილობს გადახტომას
მას ხომ ცხოვრებაზე ხელი აუღია
ფრთხილად! არ შეეხოთ,ნურც ხმას ამოიღებთ
ისედაც ცხოვრებაში ბევრი წაუგია...

ყველა მთა-ბარი თუ ყველა ოღრო-ჩოღრო
თავისი პაწაწინა ფეხებით გაუვლია.
აი ზღვაც დაწყნარდა.....
გოგო აღარსად ჩანს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 266 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]