მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 19 » ლექსები...
19:18
ლექსები...


დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,
ბოლომდე იქნება შენი....
ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე
იწამე უფალი ღმერთი.

..................................................

როდის - არ ვიცი,
ადრე, თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი :
რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე.
ღირდა თუ არა იგი რაიმედ,
ვისაც კარივით გაუღე გული?
მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე,
გადაგეშლება ვარდივით წყლული.
როდის - არ ვიცი
ადრე,
თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია,
როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 694 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]