მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » კურიოზი
12:11
კურიოზი


თბილისში ერთი პატარა მაღაზიაა (თქვენის ნებართვით ადგილს არ დავაკონკრეტებ). ამ მაღაზიაში იყიდება ოფისისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის კარტრიჯები პრინტერისთვის.

ფანჯარაზე შესაბამისი სარეკლამო წარწერაც აქვს.

ერთხელ შევედი ამ მაღაზიაში, ვდგევარ ვათვალიერებ. ამ დროს ბიჭი შემოვიდა და იკითხა:

— ქსეროკოპიებს ხომ არ იღებთ?

გამყიდველმა გოგონამ გაღიზიანებულმა ამცნო:

— არ ვიღებთ! კარზე შესაბამისი განცხადებაც არის გამოკრული!

გამყიდველი გოგონას ტონზე მივხვდი, ხშირად აწუხებენ ამგვარი კითხვით.

გარეთ გამოვედი. კარს შევხედე.  მართლაც, გაკრული იყო დიდი ასოებით ამობეჭდილი განცხადება.

”ქსეროქსი არ გვაქვს!”

ერთი კვირის შემდეგ შემთხვევით გავიარე ამ ქუჩაზე და თვალი იმ კარისკენ გამექცა. იმ განცხადების ქვეშ კიდე ერთი განცხადება გაეკრათ. მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა.

ქსეროქსი არ გვაქვს!”

”არც გვქონია და არც გვექნება!”

ათიოდე დღის მერე კიდე ერთი განცხადება იყო დამატებული და უკვე ასეთი სახე მიეღო:

”ქსეროქსი არ გვაქვს!”

”არც გვქონია და არც გვექნება!”

”არ ვიცით ახლომახლო სადმე არის თუ არა!”

ორი კვირის მერე კვლავ ჩავიარე იმ მაღაზიასთან. ვხედავ სამივე განცხადება ჩამოუხსნიათ და მის ნაცვლად ერთი განცხადება იყო გამოკრული, რომელიც  იუწყებოდა:

”ქსეროქსი 1 ფურცელი 2 ლარი”

მშვენივრად მოუფიქრებიათ, არა?!

ერთი ფურცლის 2 ლარად ქსეროკოპირებას ალბათ არავნ ისურვებს და აღარ შეაწუხებენ.

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 862 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

 :D:D:D  
   29.12.2010 19:10