მთავარი » 2010 » ივლისი » 31 » კურიოზი
09:47
კურიოზი


როცა ეს ამბავი მოხდა მაშინ მე და ჩემი კლასელები 15-16 წლისანი ვიყავით. ღვინის სმას თანდათანობით ვეჩვეოდით, ასე ვთქვათ. ერთი ჩემი კლასელი არ სვავდა ხოლმა საერთოდ. ხოდა, ამ ჩვენმა, არამსმელმა, მეგობარმა დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე. ჩვენ პირობა წავუყენეთ: მივიდოდით იმ შემთხვევაში თუ ღვინოს დალევდა და თან თამადაც თვითონ იქნებოდა. სხვა რა გზა ჰქონდა დაგვთანმხდა.

ამ ჩემ მეგობარმა გადაწყვიტა თავის უფროს ძმასთან გაეარა კონსულტაცია თამადობასთან დაკავშირებით. ძმაც არ დაზარდა და დააწერინა «შპარგალკა», რომელშიც ჩამოწერილი იყო სადღეგრძელოების დასახელებები და მათი თანმიმდევრობა.
მოვიდა დაბადების დღე. იუბილარი, თამადობდა. ჩუმად შარვლის ჯიბიდან ამოიღებდა შპარგალკას, ჩუმად ნახავდა, შემდეგ დგებოდა და ამბობდა სადღეგრძელოს.
თანდათანობით დავთვერით, განსაკუთრებით იუბილარი. უკვე ისეთია ძლივღა ლაპარაკობს. ჩვენ შეუძახეთ: «გაშრა ყელი, დაგვალევინე რამეო», მგრამ ისეთი მთვრალია რომ იმ «შპარგალკას» შარვლის ჯიბიდან ვეღარ იღებს. შესაბამისად არ იცის რა სადღეგრძელო უნდა თქვას. ჩვენც აღარ ვეშვებით, სხვა რა გზა ქონდა ადგა ფეხზე, რამოდენიმე წამი არაფერს ამბობდა. უცბათ, სახე გაუნათდა, როგორც იქნა, მოიფიქრა რაც უნდა ეთქვა და წარმოთქვა შემდეგი სადღეგრძელო:
_ ბიჭებო, მოდი ამ ჭიქით, რაც შარვალში დამრჩა იმას გაუმარჯოს!

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 764 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 lol gaixare  
   27.08.2010 19:36