კურიოზები - 24 ოქტომბერში 2010 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 24 » კურიოზები
11:32
კურიოზები


ერთ ტიპს ბებია უკვდებოდა, თან ამ დროს შუქი ჰქონდა გათიშული გადაუხდელობის გამო.
მეზობელმა უთხრა:
- ხო ხედავ, ქალი კვდება, წადი გადაიხადე დავალიანება და შუქი ჩაართვევინე.
- რო კვდება იმითომ არ ვართვევინებ, სადაც მიდის იქ სიბნელეა და აქედანვე ვაჩვევ.

***

ამ ცოტა ხნის წინ ვზივართ სახინკლეში და ლუდს ვსვავთ. ძალზე ზარმაცი მიმტანი შეგვხვდა, ცარიელი ბოთლების წაღება ეზარებოდა. მაგიდაზე საკმაო რაოდენობა დაგროვდა და უკვე ხელს გვიშლიდა. ჩემმა მეგობარმა დაუძახა მიმტან გოგონას და უთხრა:
- ცარიელი ბოთლების წაღება შეიძლება?
გოგონა ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:
- არ არი პრობლემა, წაიღეთ თუ გინდათ.

***

ეს ამბავი ელექტროსაქონლის მაღაზიის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მომიყვა. ის კონსულტანტად მუშაობდა.
ერთხელ მათთან მაღაზიაში ერთი გოგონა შევიდა, რომელსაც ციფრული ფოტოაპარატის ყიდვა უნდოდა. მან ძალიან ბევრი უაზრო კითხვა დაუსვა კონსულტანტს. ბოლოს კი თავისი სულელური კითხვების კორიანტელი ასეთი კითხვით დააგვირგვინა:
- ფოტოაპარატს კამერა ხომ მრგვალი აქვს და ოთხკუთხედი სურათები რატომ გამოდის?

***

პატარა ნიკუშა ნაკულაშვილი, დედიკომ თბილისში წაიყვანა სასკოლედ თანსაცმელების საყიდლად. ნიკუშას თხოვნოთ ე.წ. „ვაგზლის ბაზრობაზე" წავიდნენ ,, მატარებლით". ჩაჯდნენ მეტროში. დიქტორი აცხადებს: შემდეგი სადგური 300 არაგველი, შემდეგი სადგური ავლაბარი, რომ გამოაცხადა შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანიო, ნიკუშამ ვეღარ მოითმინა და მთელი მატარებლის გასაგონად გამოაცხადა: ,,დედიკო რა არის ეს ქალი ჩვენ დაგვდევსო?"
კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 246 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]