მთავარი » 2011 » აგვისტო » 4 » ის საშინელი მომენტი. . . =)
12:35
ის საშინელი მომენტი. . . =)

     ალბათ ყველას ქონია ესეთი საშინელი მომენტები, როდესაც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილა,      კლასსა თუ საზოგადოებაში. მოდით ვნახოთ 15 ყველასათვის ნაცნობი ყველაზე საშინელი მომენტი 

1. ის საშინელი მომენტი, როდესაც გგონია რომ ცეკვავ ისე რომ ყველა აღფრთოვანებული იქნება და აღმოჩნდება რომ ყველა შენ გიყურებს, ოღონდ არა აღფთოვანებული სახით არამედ დამცინავად. 

2. ის საშინელი მომენტი, როცა რაღაც ხუმრობას ყვები და არავის არ ეცინება ან ყველა ძალით იცინის.

3. ის საშინელი მომენტი, როცა ტელეფონი რეკავს, შენ პასუხობ, შენი მეგობარი გგონია და რაღაც თემაზე უწყებ ლაპარაკს და აღმოჩნდება რომ ის ბებიაშენის მეგობარია. 

4. ის საშინელი მომენტი, როდესაც მთელი სისწრაფით მირბიხარ, გგონია რომ ყველა გაგიჟებულია შენი სისწრაფით და უცებ რაღაცას მწარედ მიეჯახები ან წაიქცევი. 

5. ის საშინელი მომენტი, როდესაც გგონია რომ მაღაზიის კარი ღიაა და ეჯახები კარს და ყველა შენ გიყურებს.

6. ის საშინელი მომენტი, როდესაც სასწორზე დგები და შიშით უყურებ რამდენს გიჩვენებს შენი "საყვარელი" სასწორი.
7. ის საშინელი მომენტი, როდესაც ხელს წევ ტუალეტის ქაღალდის ასაღებად და აღმოაჩენ რომ ახალი გაქვს მოსატანი. 

8. ის საშინელი მომენტი, როდესაც ვიღაცას უყურებ, ისიც გამოგხედავს და აღმოაჩენს რომ დიდი ხანია მას უყურებ.

9. ის საშინელი მომენტი, როდესაც მასწავლებელი შენიშვნას მოგცემს და მთელი კლასი შენ მოგშტერებია. 

10. ის საშინელი მომენტი როდესაც მთელი კლასის წინასე ფეხს წამოკრავ რამეს და წაიქცევი და ყველა იცინის, შენ კი სიმწრისგან არ იცი რა ქნა და სხვების დასანახად იღიმი.

11. ის საშინელი მომენტი, როდესაც შენი კლასელი დაინახავს კევს და გიწევს მასაც გაუნაწილო შენი "ძვირფასი" კევა. და უცებ შენი მთელი კლასი შენი საუკეთესო მეგობარი ხდება!
12. ის საშინელი მომენტი, როდესაც ლაპარაკობ და პირიდან საღეჭი რეზინი გადმოგივარდება ან გადაგცდება. 

13. ის საშინელი მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ უბე გახსნილი გაქვს.. და კიდევ უფრო საშინელი როდესაც ვიღაც ამჩნევს ამას და გეუბნება. 

14. ის საშინელი მომენტი, როდესაც ვიღაცას სურატზე კომენტარს უტოვებ, შემდეგ ის შენს კომენტარზე გპასუხობს, შენ მის კომენტარს "ალაიქებ" და ის უცებ მის კომენტარს შლის...
15. ის საშინელი მომენტი, როდესაც მასწავლებელი შენთან მოდის რომ ნახოს საშინაო დავალება. ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც დავალება არ გაქვს შესრულებული, მაგრამ როდესაც ყველაფერი მზად გაქვს, მაინცდამაინც მაშინ არ ამოწმებს დავალებებს.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 582 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]