მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » ის რაც ბავშვობაში ყველას გვგონებია
12:35
ის რაც ბავშვობაში ყველას გვგონებია

ერთად გავიხსენოთ ბავშვობა და ვიხალისოთ smile

- ბავშვობაში მეგონა , რომ სადმე კურკას თუ გადავაგდებდი ხე ამოვიდოდა.
- ბავშვობაში მეგონა , რომ საწოლის ქვეშ ბოროტი ძია იმალებოდა და დაბნელებას ელოდებოდა , რომ ფეხში ხელი წაევლო და სადმე წავეთრიე.
- მეგონა , რომ მარშუტკაში რომ ვიჯექი , მარშუტკა ერთ ადგილას იდგა და გზა მიდიოდა.
- მეგონა , რომ მასწავლებლები და საერთოდ დიდები საჭირო ოთახში არ დადიოდნენ.
- მეგონა , რომ ტელევიზორში ადამიანები მართლა იჯდნენ.
- მეგონა , რომ ტანსაცმელი პატარავდებოდა.
- მეგონა , რომ ფილმებში ადამიანები მართლა იხოცებოდნენ.
- მეგონა , რომ გზის შუაში თეთრი ხაზი იმისთვის იყო გავლებული , რომ მძღოლებს გზა არ არეოდათ ან გზიდან არ გადაეხვიათ.
- მეგონა, რომ როცა რამეს ვფიქრობდი ყველას ესმოდა.
- მეგონა , რომ გვირაბში რომ შედიოდა მანქანა ღამდებოდა და თვალებს ვხუჭავდი ჩემი ჭკუით ვიძინებდი bigsmile
- მეგონა , " რომ ჭია ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპივნინებ " -ს თუ ვიტყოდი ყველაფერს მაპოვნინებდა..
- მეგონა ,რომ "იუდას ქალი" მართლა არსებობდა და შიშით მარტო ღამე კი არა დღეც ვერ გავდიოდი გარეთ და სახლში მარტო ვერ ვრჩებოდი.

bigsmile
ეხლა კი თქვენ გისმენთ wink bigsmile
კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 855 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]