მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » გთხოვ, გალაკტიონ შენ იყავი დღეს სეკუნდანტი
21:25
გთხოვ, გალაკტიონ შენ იყავი დღეს სეკუნდანტი

სავსე მთვარის დროს თავს თოკს მივცემ დაუფიქრებლად,
ნამდვილად სადმე თუ არსებობს ძირს ჯოჯოხეთი.
ბოლოს და ბოლოს გალაკტიონს მაინც ვნახავდი,
ღიმილ ნაკრავი რომ მკითხავდა: "შენც აქ მოხვედი?”
.
…და მეც ვეტყოდი თვითმკვლელობის რეალურ მიზეზს,
კაცობრიობა უაზრობის მორევმა შთანთქა,
განცვიფრებული დედამიწა მკერდზე მჯიღს იცემს.
როგორ ვითმინო ამდენი რამ? როგორ არა ვთქვა?
.
თუნდაც წამართვან ეს ლექსები, რითმი ამყარონ,
ვერ გავჩუმდები ასეთია ჩემი გუნება.
ერთფეროვნებით შემოსილი გარე სამყარო
და თითქოს ბერად აღკვეცილი დედაბუნება.
.
გამოვიქეცი! ასე მხოლოდ ცოტა თუ მორბის.
სიის წევრი ვარ, სვლა მოგვბეზრდა შავი ბილიკით.
შენთან მოვედი, მეც შევისხი ნაკვთები ორბის
და მასა მამკობს მკვდრის სუფრაზე ნაცნობ ქილიკით.
.
გამოვექეცი იმ მოკვდავთა უბრალო ყოფას,
უკვდავებისთვის სატანასთან გამოვიქეცი
და არც ვაპირებ ჯოჯოხეთის მასთან გაყოფას,
რადგან მე აქაც მის მეტოქედ გადავიქეცი.
.
გამოვიქეცი გალაკტიონ, როგორც შენ ოდეს
გამოექეცი იმას რასაც, მხოლოდ შენ იცი.
გამოვიქეცი, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს,
შეწყვიტონ ასე ხურდასავით წამების ხარჯვა.
.
გამოვერიდე, არ მიღირდა წამება ტანჯვად,
აქ ცეცხლის შუქზე ხელთათმანი ვესროლე ეშმაკს.
ორ გიჟს დუელში სეკუნდანტმაც უარი გვითხრა.
გთხოვთ, გალაკტიონ გაგვიწიე სეკუნდანტობა.
.
ხვალე კი თუნდაც უკან გავყვეთ ხეთა მხრელ ქარებს,
თუ გესურვება მოვიტაცოთ, გაღმაა მერი.
გადავაბიჯოთ ჩვენ მეფურად სამოთხის კარებს,
ოღონდ დღეს გონგზე შემოჰკარი ბებერი ხელი.
.
და მაშინ, როცა ეშმაკის წინ ზურგით ვიდგები,
რომც დამამარცხოს თავს მივიჩნევ გამარჯვებულად.
თვალწინ ფანჯრიდან გადმომხტარი წარმომიდგები
და სისხლით ნელა იღებება ის გვაფენილი.
.
ჩახმახზე თითი, საფეთქლის ცემა-წუთში ცამეტჯერ.
გთხოვ, გალაკტიონ შენ იყავი დღეს სეკუნდანტი…
კატეგორია: გინესის რეკორდები | ნანახია: 861 | დაამატა: baqari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

 chemiii  
   12.01.2011 21:35