მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21 » გენიოსთა უცნაურობები
10:19
გენიოსთა უცნაურობები


მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ თითქმის ყველა გენიოსს აქვს უცნაურობა,რა შეიძლება იყოს ეს,თუ არა აუტიზმი,რომლის ერთი სიმპტომი შესანიშნავად ითამაშა დასტინ ჰოფამანმა ფილმში ”წვიმის კაცი”.

* შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა,თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო.
* ვაგნერი მუსიკალური ნაწარმოების დროს სკამებზე და სხვა ავეჯზე აბრეშუმის ნაჭრებს აფენდა,
* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.
* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.
* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები.
* ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.
* ჯორკ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.
* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.
* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.
* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა.
* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.
* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი
* ცნობილი ფაქტია:ნიუტონმა კვერცხი მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა,მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა.
* ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს,პროფესორი სტიმსონიც იქნება”.”კი მაგრამ,მე ვარ სტიმსონი”,-გაოგნდა მეგობარი.”ამას არ არქვს მნიშვნელობა,მაინც მობრძანდით”,-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი.
კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 688 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]