მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » ექსკლუზივი - „რეალტივიმ“ მალაიზიაში დაკავებული ქალბატონების სახელები და გვარები დაადგინა
17:50
ექსკლუზივი - „რეალტივიმ“ მალაიზიაში დაკავებული ქალბატონების სახელები და გვარები დაადგინა




მალაიზიაში ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე არიან დაკავებული. დაკავებულ ქართველებზე ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია "რეალტივიმ" გაავრცელა
დარეჯან კოხტაშვილის შვილი ტელეკომპანიასთან საუბარში ადასტურებს, რომ დედა ერთი თვის წინ წავიდა უცხოეთში, თუმცა წასვლის მიზანი მისთვის უცნობია.
მალაიზიაში დაკავებული ქართველების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისაგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულები ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებენ. ქართველების სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.
კატეგორია: ამბები | ნანახია: 1100 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]