ეკა ალანია - 13 ოქტომბერში 2010 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 13 » ეკა ალანია
18:18
ეკა ალანია


მე ხის თითებზე მიყვარს მიწოლა და ცას ვუმღერი 
მე სულელი ვარ მაგრამ მაინც მესმის ამდენი 
რომ არასოდეს არ გყვარებივარ, არც გეყვარები 
და მაინც გიძღვნი ღამის ალერსს, თმის სურნელს 
და სულის უამესს სიმებს ვაყოლებ სიტყვებს: 
სიყვარული არ აბამს, სიყვარული ათავისუფლებს... 

მე ქუჩების დატვირთულ ხეობებში მიყვარს ხეტიალი 
მე მახინჯი ვარ მაგრამ ბავშვები ხომ მცემენ პატივს 
მხოლოდ შენს გულში ვერასოდეს ვიპოვი ადგილს 
და მხოლოდ შენ გიმხელ სველ ლოცვებს, ჩუმ თვალებს 
ვინაიდან შენ მე მასწავლე არსი თაფლის 
სიყვარული არ აბამს, სიყვარული ათავისუფლებს... 

შენ რომ გესმოდეს, შენ რომ იცოდე 
მე სიცოცხლის უფრო მძიმე და გრძელი გზა გავიარე, 
მე შენს სანახავად დავტოვე ედემი და ჯოჯოხეთი გამოვიარე, 
ვიცი ჭირიმე, მე დავიგვიანე... 

მე მიყვარს ღამით წვიმა, ზღვის მშვიდი ფერიც 
მე კეთილი ვარ, შენგან არაფერს უკან არ ველი 
დაუფასებელს თუმცა ისედაც არვინ აფასებს 
მე მაინც გავცემ ჩემი არსების უნაზეს ნათელს 
და არც ცრემლებს არც ტკივილს, 
მე არ გაკადრებ ნაღველს იმიტომ რომ ნამდვილი 
სიყვარული არ აბამს, სიყვარული ათავისუფლებს...



ეკა ალანია
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 204 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]