მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 3
18:14
ანეკდოტები გია მურღულიას კოლექციიდან 3
http://icine.3dn.ru/_nw/14/54792158.png

***

ლამაზი ქალებისთვის გზა მამაკაცის გულისაკენ მის კუჭზე გადის, ულამაზოებისთვის – ღვიძლზე.

***

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს:

– ხვალ სკოლაში მშობლის გარეშე არ მოხვიდე!

– ზეგ?

***

– ექიმო, შეგიძლიათ ტელეფონით დიაგნოზი დამისვათ?

– რა თქმა უნდა, გაიხადეთ!

***

ერთი მწყემსი ეუბნება მეორეს:

„გუშინ ისე ცუდად ვიყავი, საღამოს ცხვრები თვითონ ითვლიდნენ ერთმანეთს".

***

ორმა პოლიციელმა ხეზე ჩამოკონწიალებული გვამი დაინახა, „რად გვინდა ახლა პრობლემებიო” – ჩამოხსნეს და სხვა უბანში ჩამოკიდეს ხეზე: გამოიარეს ამ უბნის პოლიციელებმა:

– ვა, ეს ისევ აქ კიდია?!

***

სვანს ეკითხებიან:

– რა გვარი ხარ?

– ორასოციანი.

– ეგ როგორ?

– დედაც ასათიანი მყავს და მამაც.

***

მეგრელი პოსტზე.

– კაცო, მესამე დღეა პოსტზე ვდგავარ და ამ პაროლს რატომ არ ცვლიან ნეტავი!

***

– მაშ თქვენ ამტკიცებთ, რომ ბრალდებულმა კრეტინი გიწოდათ?

– დიახ, ბატონო მოსამართლევ, ოღონდ მან ეს მინიშნებით გააკეთა.

– რას ჰქვია მინიშნებით?

– ასე მითხრა, მე და შენ ერთნაირი ინტელექტი გვაქვსო.

***

სასტუმროს ნომერში გურულს აღვიძებენ:

– ადექი, ჩქარა ადექი!

– რეიზა?! ჯერ შუაღამეა.

– პაჟარია, პაჟარი!

– მერე, ძამა, მე რომელი პაჟარნიკი მნახეთ?!

***

– რატომ ხარ ასე დაღონებული?

– ხუთასდოლარიანი მინდა დავახურდაო.

– მერე მაგაზე ადვილი რა არის, ბანკში მიხვალ და დაახურდავებ.

– ადვილი კია, მაგრამ ეს ხუთასდოლარიანი არ მაქვს, მაგის...

***

სასწრაფო დახმარების მანქანა მიქრის, გაბრაზებული მძღოლი ავადმყოფისკენ შებრუნდა:

– ხმა ჩაიწყვიტე, შენი... სირენის ხმა აღარ ისმის!

***

– რა მშვენიერი ტყუპი გყავთ, ქალბატონო.

– არა, ბატონო, ერთია, მაგრამ ძალიან ნერვიულია...

***

მაღაზიაში ბეწვეულის გამყიდველს ეუბნება ქალი:

– ბოდიშს გიხდით, ეს ფული რომ სველია – ჩემი ქმარი მგონი ტიროდა ფულს რომ მაძლევდა...
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 746 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]