მთავარი » 2011 » აპრილი » 11 » ანეკდოტები
17:31
ანეკდოტები

***
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– ჭექა-ქუხილის დროს, რატომ ვხედავთ ჯერ ელვას და მერე გვესმის ქუხილი?
– იმიტომ, რომ თვალები ყურებზე წინაა.
***
პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე:
– მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს?
– შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან.
მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში:
– მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება.
***
ორი ტიპი საუბრობს:
– უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ.
– კი, საგიჟეში.
***
50 ლარი მასესხე.
- მხოლოდ 30 ლარი მაქვს, 50 როგორ გასესხო?
- კარგი, არა უშავრს, 30 მომეცი, 20 ვალი გექნება.
***
სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო.

სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს:

- აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა?
***
ორი ტიპი ხვდება ერთმანეთს. ერთი ძალიან დაღონებულია მეორე ძალიან ჩაფიქრებული.
დაღონებული ამბობს:
– გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა…
ჩაფიქრებული:
– ჩემი სიდედრიც…
– ისიც მოკვდა?
– არა. ისიც ძაღლია…
***
დედა ეჩხუბება თავის 5 წლის ბიჭს:
– ისევ ახალი შარვლით ჩავარდი გუბეში.
– დედიკო, ისე სწრაფად ჩავვარდი, რომ გახდა ვერ მოვასწარი. – თავი იმართლა ბავშვმა.
***
ერთს უნდოდა სათევზაოდ წასვლა, მეორეს – სანადიროდ.
ბოლოს შეთანხმდნენ კომპრომისულ ვარიანტზე და წავიდნენ თევზების თოფით დასახოცად.
***
მთვრალი პატრული აჩერებს მანქანას:
– ორნი რატო ზიხართ საჭესთან?
მძღოლი კი პასუხობს:
– მერე მაგის გულისთვის ალყა უნდა დაგვარტყათ?!
***
სასამართლო პროცესზე:
– ბრალდებულო, ნადირობისას რატომ ესროლეთ თქვენს მეგობარს?
– ტახი მეგონა, ბატონო მოსამართლე.
– როდის მიხვდით, რომ ტახი არ იყო?
– როცა, თავდაცვის მიზნით, სროლა დამიწყო.
***
ცოლი დიდხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა:
– მეტის ღირსი მაინც არა ხარ!
***
ახლად მიწამიყრილ სასაფლაოზე ქალი ტირის, ცხვირსახოცი სულ სველი აქვს. უცბათ გაჩუმდა, ოდნავ სახეც გაუნათდა და ჩაილაპარაკა:
– მეცოდინება მაინც ღამეს სად ათევს…
***
სამთო-სათხილამურო სპორტის ინტრუქტორი დამწყებ მოთხილამურეებს უხსნის:
– სწავლების კურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
1. შეგასწავლით თხილამურებზე დგომას.
2. შეგასწავლით მთიდან დაშვებას.
3. შეგასწავლით კასტილებით სიარულს.
***
ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი:
– როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში.
– ეგ მე რუსთაველს მაგონებს.
– რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი.
– სწორედ მაგიტომ მაგონებს.
***
ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ტუქსავს ცელქ მოსწავლეს:
– აბა მორჩი მანჭვა-გრეხვას და მაიმუნობას. მე მიყურე თორემ ვერ გაიგებ როგორია მაიმუნის აგებულება და ქცევები.
***
– მარო, ეგ შენი მიხო რა, მოკვდა?
– ხო, მოკვდა, ეგ საცოდავი…
– ხო… მეც არა ვთქვი, რათ ასაფლავებენ მეთქი.
***
ასამართლებენ 80 წლის კაცს. მოსამართლემ მიუსაჯა 25 წელი. მოხუცმა ბოლო სიტყვა წარმოთქვა:
– ბატონო მოსამართლევ, მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის, შევეცდები პირნათლად მოვიხადო სასჯელი…
***
ქალი ავარიაში მოყვა. მიიყვანეს სავადმყოფოში. მორიგე ექიმი სინჯავს და თან ექთანს ანკეტის შესავსებად კარნახობს:
– მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა… მეშვიდე და მერვე ნეკნი მარჯვენა მხარეს… თავის მრავლობითი დაჟეჟილობები…
მიუბრუნდა პაციენტს და ეკითხება:
– რამდენი წლის ბრძანდებით?
პაციენტი(კეკლუცად) პასუხობს:
– 29.
ექიმმა ისევ ექთანს მიმართა:
– დაამატეთ: ტვინის შერყევა ამნეზიით.
***
სვანმა აიპოდი იპოვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადააგდო: "კნოპკები” არა აქვსო.
***
პარკში სკამზე ერთი კაცი მაგარი დაღონებული სახით ზის:
მეორე მივიდა და ჰკითხა:
– რა არი, ძმაო, რა დაღონებული ზიხარ, რაშია საქმე?
– დაჯექი და მოგიყვები. – დაჯდა – ძმაო, საქმე იმაშია, რომ სკამია შეღებილი…
***
ოპერაციის წინ ექიმი აწყნარებს პაციენტს:
– ნუ გეშინიათ, ეს ჩემი მეცხრამეტე ოპერაციაა, როდისღაც ხომ უნდა გამომივიდეს.
***
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 654 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]