მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 31 » ანეკდოტები
07:15
ანეკდოტები





* * *
ავტობუსში ჭედვაა. 

– ცოტაც მოითმინე, ცოტაც და მეოთხე გაჩერებაზე ჩავალ. 

– კაი დაგემართოს, მარა ჩემი ფეხიდან რომელ გაჩერებაზე ჩახვალ?



* * *
კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლებაა და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს.

ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან:

_ რატომაა, რომ "საგზაო მოძრაობის წესები" და "სექსუალური აღზრდა" სხვადასხვა დღეებში გაქვთ?

_ მაი, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!



* * *
ექსკურსიას მიმართვს გიდი:

_ ახლა კი, თუ გურულები ცოტა ხნით გაჩუმდებიან, თქვენ გაიგონებთ ნიაგარის ჩანჩქერის ხმას!


* * * 

რუსულ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს დაავალებენ, ტყიდან კურდღელს ვინ უფრო მალე გამოყვანსო.

ამეიკელები შეკრიბავენ ჯგუფს, ფსიქოლოგი, სნაიპერი, ლოგისტი, ერთი პოლიციელი და მონადირე. შევლენ, 2 საათში იპოვნიან კურდღელს და გამოიყვანენ.

რუსები შევარდებიან ტყეში ტანკით და 12 მთვრალი სპეცნაზელით "ურას" ძახილით, ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ სამოცდაათამდე ცხოველს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს .

ქართველები შევლენ, სამი ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემის და დედის გინების ხმა ... გამოიყვანენ დათვს, დასვავენ და დათვი წერს: ვაღიარებ ! მე ვარ კურდღელი!



* * *
– რატომ წევს შენი ცოლი საავადმყოფოში?

– ღილი ამაწყდა კასტუმზე, დააკერე–თქვა და არ დააკერა.

– მერე?

– მე დავაკერე და... გოუსკდა ცხვირი.



* * *
– აი, – ემუქრება ცოლი ქმარს, – დავწერ ახლა ჩვენს ზეწარზე, რომ არაფერი შეგიძლია და მთელი შენი ძმაკაცობა გაიგებს 24 საათში.



* * *
კახეთში მინდორში უცხოპლანეტელთა ხომალდი დაჯდება, იქიდან ლამაზი ქალი გადმოვა და იქვე მომუშავე მიხოს და შაქროს გამოელაპარაკება. შაქრო მიხოს ეუბნება:

– ჯო, მიხო, მე გამგებელთან გავიქცევი, შენ კიდევა კარგად მოეპყარი, იცოდე, არ შაგვარცხვინო.

რამდენიმე წუთში შაქრო გამგებელთან ერთად დაბრუნდება და ხედავს, მიხო და უცხოპლანეტელი ჩხუბობენ. გაშველების შემდეგ შაქრო მიხოს ეუბნება.

– ჯო, ხომ გითხარი, არ შეგვარცხვინო თქო!

– რა ჩემი ბრალია, ჯო! შევეკითხე თქვენთან ბალღებს როგორ აკეთებენო, მან კიდევა, რაღაც ჩემოდანი გადმოიღო, "კნოპკებსა" თითი დააჭირა და ბალღი გააკეთა. მერე მე მკითხა, თქვენთან როგორღა აკეთებენო და მეც ვანახე, ჰოდა გადამეკიდა, გინდა თუ არა, აპარატები გავცვალოთო...




* * *

სამი ნარკომანი მატარებლის ლიანდაგზე მიხოხავს. ერთი იძხის:

_აუ რა მაღალი კიბეა.

მეორე:

_თან რა დაბალი მოაჯირი აქვს.

მესამე:

_არაუშავს, აგერ ლიფტი მოდის...


* * * 

ღიპიანი მამაკაცი სკოლის წინ დგას და გაკვეთილის დამთავრებას ელოდება.

უცნობი ქალი მიუახლოვდება და ეკითხება.

-უკაცრავად თქვენც ბავშვს ელოდებით?

-არა ქალბატონო მე ბავშვობიდან ასეთი ღიპიანი ვარ.


* * *

სასამართლო დარბაზში განიხილება საქმე.
მოპასუხე – 86 წლის ქალბატონი.

– ჩემთვის ვიჯექი პარკში‚ თბილი‚ წყნარი ამინდი იყო. ჩემს სკამზე ახალგაზრდა ყმაწვილი ჩამოჯდა. ვიგრძენი‚ თეძოზე დამადო ხელი‚ თავიდან მინდოდა‚ აღშფოთება გამომეხატა‚ მაგრამ ნაზად‚ ალერსიანად მისვამდა ხელს და ისე მესიამოვნა‚ გავჩუმდი – უკვე 40 წელია გასული‚ რაც მამაკაცის ხელი არ შემხებია. შემდეგ ხელი ზემოთ ამოაცურა‚ მკერდზე გადამისვა ნაზად... ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ წამოვიძახე:

– შენი ვარ‚ შენი‚ დამიპყარი! – მან კი – პირველ აპრილს გილოცავ‚ ბებიაო!.. – მითხარით‚ თქვენო აღმატებულებავ‚ არ უნდა დამებრიდა ეს ლაწირაკი?!



* * *
დედა-შვილი პარკში სეირნობს. ბილიკზე მტრედი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა.

– დედა‚ პური გვაქვს?

– აუ‚ ახლა ამან პურიც მომინდომა‚ უპუროდ ჭამე!




* * *
თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ - უნდა დაიბანოთ



* * *
მიღწევაა: 3 წლის ასაკში მშრალ ლოგინში გაღვიძება.

17 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.

25 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.

35 წლის ასაკში – კარგი კარიერა და ოჯახი.

45 წლის ასაკში – ოჯახი და კარიერა.

55 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.

65 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.

85 წლის ასაკში – მშრალ ლოგინში გაღვიძება



* * *
– მანდ რას აკეთებ?

– მაროს სიცხეს ვუზომავ.

მიხომ კარადიდან თოფი გამოიღო და ექიმს ეუბნება:

– ერთი მაგ გრადუნიაზე ციფრები არ ეწეროს და დედას გიტირებ!



* * *
ქორწინების შემდეგ ნეფე მღვდელთან მივიდა და ეკითხება:

– რამდენი მოგართვათ, მამაო?

– იმდენი‚ შვილო ჩემო‚ რამდენადაც მშვენიერია პატარძალი.

მამაკაცმა ჯიბიდან ლარიანი ამოიღო და მღვდელს მისცა. მღვდელი პატარძლისკენ შებრუნდა, ფატა ახადა‚ ისევ ჩამოაფარა და ნეფეს 50 თეთრი დაუბრუნა



* * *
ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:

– რავა ხარ?

– რა ვიცი, ვარ ნელა-ნელა.

– ნაზიკია რავა გყავს?

– ქე არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.

– მაგი რაფერ?

– აღარ ვარგა და მაინც ვხმარობ



* * *

მამაკაცი პარკში გრძელ სკამზე ზის... მოღუშულია.. გამვლელი მიუახლოვდა და ეკითხება:

– რა გჭირთ‚ რამე მოხდა?

– დაჯექით და მოგიყვებით.

მამაკაცი დაჯდა:

– საქმე ისაა‚ რომ სკამი ახალი შეღებილია
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 746 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]