მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ანეკდოტები გურულებზე
11:07
ანეკდოტები გურულებზე

ბოლშევიკები გურიაში სახაშეში შევიდნენ.

– ხაში გაქვთ?

– არა – უთხრა გურულმა მზარეულმა.

– აბა რისი სახაშეა, ხაში თუ არ გაქვთ?

– თქვენ, ბოლშევიკებს ძროხა არ გიყვართ და ტრაქტორს შიგანი არა აქვს, ძამა...

***

გურულმა ყვავი დაიჭირა, გაუღო ნისკარტი და ჭაჭის არაყი ჩაასხა. ყვავმა ფეხები გაფშიკა.

_ ე, მაია დედას რო გვტირობს, თუ არა, ჩვენც ქე ვიცოცხლებდით სამას წელიწადს..

 ***

გურული შეხვდება მეგრელს და ეკითხება მეგრელს

-რაფერ ხართ ძამა

მეგრელი პასუხობს

-რავა თქვენ გაგიხარდებათ ისეო

გურული არ დააყოვნებს და ეტყვის

-რაია ძამა ამოწყდით ყველაი თუ...

***

გურიაში გაკვეთილზე ახალი მასწავლებელი გაცნობის შემდეგ ეკითხება ბავშვებს:

– აბა თუ მიხვდებით რამდენი წლის ვარ მეო?

ერთმა ბავშვმა ასწია ხელი მე ვიტყვიო.

– თქვენ მასწავლებელო 44 წლის იქნებითო...

– კი 44 წლის ვარ, რაფერ მიხვდიო?

– მეზობელი მყავს 22 წლისაა მაგრად უბერავსო და თქვენ ორჯერ მეტად უბერავთო...

*** 

გურიაში ფეხბურთის მწვრთნელი ჩრდილშია წამოწოლილი და ბავშვებს ავარჯიშებს...........

უცებ მიირბენს ერთი ბავშვი და ეუბნება:

– მასწავლებელოოო... მასწავლებელოოო... გოჩაიემ იდი ნა ხ... მითხრაო....

მწვრთნელი:

–მერე ჩემთან რას მოი შენი დედაცო...

 ***

ლადიკო და მანასე ავტობუსით მგზავრობენ. რა ამბავია მთავრობაში თუ იცი? ჰკითხა მანასემ იმფერი ამბავია, რაფერც აგერ ავტობუსში, ზოგი ზის ზოგი დაჯდომას ელოდება. უპასუხა ლადიკო

 ***

– ჯუმბერია, მაი თმა რომ შეგკრიჭეს, იქ არ იყაი შენ?

 ***

ფეხბურთის მოედანზე თხა ბალახობს. იქვე ორი გურული ზის.

– აი თხა არ დავკლათ?

– მორჩეს თამაშს და დავკლათ

***

სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.

- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!.

 ***

გურულს უკვირს:

-რამხელა გაზრდილა აი ნოდარიას ყაზილარი: ორშაბათს რომ წამეიკრას ფეხი, სამშაბათს წაიქცევა.

***

გურული მივა ექიმთან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა?

ექიმი პასუხობს: მერე ძამა მეოთხეზე გაჩერდი

გურული: მეოთხეზე რაფერ გავჩერდე მერვეზე ვცხოვრობ

 ***

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

- რაზე გყავს გაზრდილიო?

- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.

მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...

- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:

- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...

 ***

გურული ბავშვი წევს აკვანში.

უცებ გამოიღებს საწოვარას პირიდან და გაბრაზებული იყვირებს:

- გადამდგით ვინცხამ, მომადგა მზეი!

***

გურული თოხებს ყიდის. მეგრელი შეევაჭრა.

_ კარგი თოხებია, მარა ტარები აქვს ცოტა მოკლე!_ მაინც წუნი დასდო მეგრელმა.

_ ყანაში მეტი ტარი არ უნდა ძამა, და შენ თუ ბალკონიდან გინდა ყანის თოხნა, მაი არ ვიცი მე - გაცეცხლდა გურული.

***

მეგრელი მივა გურულთენ სახლში სტუმრდ და ხედავ: დათვის ტყავს კედელზე. მეგრელი: -შენ მოკალი? გურული: -ხო. მეგრელი: -რამდენი ტყვია ესროლე? გურული: -ხუთი. მეგრელი: -რამდენი ააცილე? გურული: -ყველა. მეგრელი: -მაშ როგორ მოკალი? გურული: -სიცილით მოკვდა.

 ***

გურული ხიდან ჩამოვარდება და საავადმყოფოში გააქანებენ.

რამოდენიმე ხანში ექიმი გამოდის და ამბობს:

- ეჰ ძამა, დეიგვიანეთ...

- რავა ძამა სანამ ჩამოვარდებოდა მანამდე ხო არ წამოვიყვანდით აპა?!’

 ***

გურული ცოლს ეყრება.

– რა მიზეზით ეყრებით? – ეკითხება მოსამართლე.

– არ ვუყვარვარ და იმიტომ.

– რა იცით, რომ არ უყვარხართ?

– კაი ერთი, მაგას მე რომ ვყვარებოდი, სხვას გაჰყვებოდა.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 816 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]