მთავარი » 2011 » აპრილი » 11 » ანეკდოტები
10:45
ანეკდოტები

სვანები და ტურისტები

ჩავიდნენ ტურისტები სვანეთში. გავიდნენ ბუნებაში. შემოეყარათ დათვი. შეშინდნენ და გამოიქცნენ. უკან მოსდევთ დათვი, თავს არ ანებებს.
იქვე მახლობლად ოთხი სვანი ბუნებაშია გასული. მწვადი უნდა შეწვან. ცეცხლი დაანთეს. იქვე მდელოზე სუფრა გაშალეს… და ამ დროს ზემოთ ნახსენებმა კამპანიამ ზედ ამათ სუფრაზე გადაირბინა. გადაირივნენ სვანები, ეს როგორ გვაკადრესო და დაედევნენ. დაიჭირეს. ოხრად ურტყეს, სანამ სუყველა არ გათიშეს არ მოეშვნენ.
უკან დაბრუნებისას ერთი სვანი ეუბნება მეორეს:
- ისე, ის, ქურქი რომ ეცვა, მაგრად გაგვიძალიანდა…

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მანიაკი ავტობუსში

ავტობუსში შერბის მანიაკი და ყვირის.
– ეხლა ყველას გაგაუპატიურებთ!
– მოხუცები მაინც დაინდეთ. – სთხოვა ახალგაზდრა ქალმა.
ამ დროს ამ ქალს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:
– შვილო, ნუ გააღიზიანებ, რაკი თქვა ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო…
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ცოლის გაქცევა

– გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია!
– ალბათ განიცდის, როგორ არის?
– ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა…
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სიმახინჯე

არაბულ სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
– მუსტაფა, რამდენგვარი აქლემია ცნობილი?
– ერთ კუზიანი და ორ კუზიანი.
– არსებობენ თუ არა უკუზო აქლემები?
– შესაძლებელია… მაგრამ ეგ უკვე სიმახინჯედ ითვლება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სკლეროზიანი

– არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?
– რათ გინდა?
– ფული მინდა ვისესხო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნაპოლეონის სავარძელი

მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს:
- ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა.
- არა უშავს, რომ მოვა ავდგები.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყველაფრის მოყოლა

პციენტი ეკითხება ექიმს:
– ექიმო, რა მომელის? ოპერაცია? ამპუტაცია?
– ახლა რომ გითხრათ და ყველაფერი მოგიყვეთ, მერე საინტერესო აღარ იქნება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ომისთვის მზადება

პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე:
– მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს?
– შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან.
მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში:
– მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მკვლელობა

ორი ტიპი საუბრობს:
– უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვამენ?
– კი, საგიჟეთში.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბღვერილი გორილა

ზოოპარკში:
– დედიკო, გორილამ რა დაბღვერილმა გადმოგვხედა.
– შვილო, დაწყნარდი, ეს ჯერ სალაროა.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 624 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]