მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ანეკდოტები
16:42
ანეკდოტები



მამაკაცმა მატარებელში ფანჯარასთან მდგომი ქალი შენიშნა‚ რომელიც გამწარებული ტიროდა:
– უკაცრავად‚ ქალბატონო‚ რა მოგივიდათ?
– მეუღლე სადგურზე ჩავიდა‚ ჟურნალ-გაზეთებს ამოვიტანო და ამოსვლა ვეღარ მოასწრო.
– ო... სამწუხაროა‚ მართლა გაგიჭირდებათ კითხვის გარეშე მგზავრობა.

***
– ჩვენ აგარაკის ყიდვა გვინდა და გადავწყვიტეთ‚ ეკონომია გავაკეთოთ. მამა თავს ანებებს სმას‚ მე – მოწევას. შენ რა შეგიძლია? – ეკითხება‚ შვილს დედა.
– მე შემიძლია სკოლას დავანებო თავი...

***
– ალო‚ ეს ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაა?
– ყურმილში შენი სუნთქვა მესმის‚ რატომ არ მპასუხობ?!

***
განცხადება:
„რესტორანს ესაჭიროება „მოპატიჟე" და „გამგდები". სასურველია‚ შეთავსებით ორივე თანამდებობაზე.

***
გუშინ ჩემი ქმარი ჩამოვიდა მივლინებიდან... შემოვიდა‚ თვალებჩაწითლებული‚ აღგზნებული‚ სულ კანკალებს... მხეცივით მეცა და შემომადღლიზა...
– კაბა?
– არა‚ ზურა...


***
– გიტარაზე რატომ აღარ დადიხარ?
– იცი რა‚ მე მხოლოდ 4 თითი მაქვს‚ ის კიდევ ექვსსიმიანია...
– ვაა‚ ჩემი! რა მუტანტები უკრავენ პიანინოზე?!

***
ცოლი ლანძღავს ქმარს:
– გამაგებინე‚ ყოველდღე რატომ ბრუნდები ნახევრად მთვრალი?
– მაპატიე‚ უბრალოდ‚ ფული არ მყოფნის ხოლმე...

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 228 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]