მთავარი » 2010 » აგვისტო » 24 » ანეგდოტი
20:30
ანეგდოტი


მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
— მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— ყურადღებით მისმინე. მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— კარგი მაშინ ასე ვქნათ, მე შენ თუ მოგცემ ერთ კნუტს, მერე კიდე ორ კნუტს და კიდე სამ კნუტს. სულ რამდენი კნუტი გეყოლება?
მოსწავლე:
— ექვსი.
მასწავლებელი:
— როგორც იქნა, ესე იგი რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელმა უკვე დაკარგა მოთმინება:
— რატომ შვიდი ბაჭია?
მოსწავლე:
— იმიტომ, რომ ერთი ბაჭია უკვე მყავს.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 675 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]