ანეგდოტები - 24 სექტემბერში 2010 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ანეგდოტები
15:30
ანეგდოტები


ქმარი შედგება სასწორზე და თან მუცელს შეისუნთქავს. ცოლი დაინახავს და დამცინავად ჰკითხავს:
— გგონია ეგ გიშველის?
— აბა რა, სხვანაირად ციფრებს ვერ დავინახავ.


დედა პატარა ბავშვს დაავალებს:
— წადი და სახე კარგად დაიბანე.
ცოტა ხნის მერე ესმის ბავშვის ძახილი:
— დედა, ყურები სახეს ეკუთვნის თუ უკვე კისერია?

რეკავს ტელეფონი:
— უკაცრავად, ბატონი კოტე სახლშია?
— ჯერ სახლშია, მაგრამ ყვავილები უკვე გაიტანეს


ზოოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს:
— დავითაშვილი, დამისახელე 2 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი და... მეტი არ ვიცი.
— ნემსაძე, დამისახელე 3 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი, ვეფხვი და... მეტი არ ვიცი.
— ჯონჯოლია, დამისახელე 5 მტაცებელი ცხოველი.
— 3 ლომი და 2 ვეფხვი, პატივცემულო.


— რატომ აქვს როიალს ორი „პედალი"?
— იმიტომ, რომ "ავომატიკაა" რა...


ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ტუქსავს ცელქ მოსწავლეს:
— აბა მორჩი მანჭვა-გრეხვას და მაიმუნობას. მე მიყურე თორემ ვერ გაიგებ როგორია მაიმუნის აგებულება და ქცევები.


რაჭველი მანქანით დღისითაც ანთებული ფარებით დადიოდა. რომ ჰკითხეს: რატომო, უპასუხა:
— უცბათ რომ დაღამდეს

პინგვინმა და ზებრამ გადაწყვიტეს სურათი გადაეღოთ. ფოტოგრაფი ეკითხება:
— ფერადი ფოტო გადავიღოთ?
— არა, შავ-თეთრი საკმარისია


ერთი ნარკუშა ეკითხება მეორეს:
— გიტარაზე დაკვრის სწავლას დაანებე თავი?
— ხო... დავანებე, ძმაო. არ გამომდიოდა. გიტარას 6 სიმი აქვს მე კი 5 თითი.
— აუ... აზზე მოდი, როიალზე რა მუტანტები უკრავენ.


გაქურდული იქნა ბინა. ქურდის ხელის გულის ანაბეჭდით კრიმინალისტებმა დაადგინეს:
ის იცხოვრებს დიდხანს, მაგრამ ბედნიერება არ ეღირსება.


სამთო-სათხილამურო სპორტის ინტრუქტორი დამწყებ მოთხილამურეებს უხსნის:
— სწავლების კურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
1. შეგასწავლით თხილამურებზე დგომას.
2. შეგასწავლით მთიდან დაშვებას.
3. შეგასწავლით კასტილებით სიარულს.


ტიპი მიდის მანქანით. ხედავს შუქნიშანთან, მის წინ მიმავალი სატვირთოდან გადმოდის მძღოლი და მისი მანქანის ძარაზე დამაგრებულ კონტეინერს წიხლებს ურტყავს. შემდეგ შუქნიშანთანაც იგივე გააკეთა. მომდევნოსთანაც...
მის უკან მიმავალმა მძღოლმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
— ძმურად, მითხარი რა რას აკეთებ?
— რას ვაკეთებ და... ჩემი მანქანის ტვირთამწეობა 4 ტონაა, კონტეინერში კი 8 ტონა ბეღურა მიზის ხოდა მინდა, რომ 4 ტონა ბეღურა მუდმივად დაფრინავდეს. ასე მანქანას ძალა აღარ დაადგება.


ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი:
— როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში.
— ეგ მე რუსთაველს მაგონებს.
— რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი.
— სწორედ მაგიტომ მაგონებს.


სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
«რა მოხდება ქართველი, რომ კოსმოსში გაფრინდეს.»
რადიო პასუხობს:
«დიდი უბედურება. ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები — შურით და ყველაფერი აზერბეიჯანელებს დარჩებათ.»


მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა:
— აქ რას აკეთებ?
— შენ ვინ ხარ? — კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა.
— პატრული!
— საზღვაო თუ სახმელეთო?
— სახმელეთო.
— აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი


დედა ეუბნება შვილს:
— შეჭამე საჭმელი თორემ ბუა მოვა.
— შენ გგონია ბუა შეჭამს ამ საზიზღრობას?!

სვანი ვაშლს შეჭამს და წყალს დააყოლებს ჭუჭყიანი იყოო.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 282 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]