მთავარი » 2010 » აგვისტო » 31 » აბდაუბდა ლექსი :)
22:22
აბდაუბდა ლექსი :)


რა ტანჯულია ოხ ეს ცხოვრება 
როცა სიზმარშიც არ გეცხოვრება
როცა ტკივილი თავისად მიგიღებს
ტკბილი სიცოცხლე ვეღარ იდიდებს

საბედნიეროდ შენ კვლავ იფიქრებ
დღეს დავასრულებ აღარ ვიტირებ
ცრემლს არ შეგარჩენთ არავის  
ყველას მოგაგებთ საკადრისს

შემდეგი დილა სიზმრად გექცევა
შენი გონება აღარ გებნევა
უცებ ჩნდებიან იმედნი წრფელნი
შვებას მოგგვრიან მომავლის დღენი

არ დაივიწყებ ვინ რა დაგმართა
ვინ ცხოვრებაში ხელი გაგარტყა
ვის რა მიუძღვის კეთილ საქმეში
რამდენს ელოდო მათგან ამ დღეში

და როცა მოვა დრო სანატრელი
კვლავ აინთება შენი სანთელი
მერე შენ იტყვი ოხ ეს ცხოვრება
მე ოცნებაში კვლავ მეცხოვრება...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 643 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]