2 მილიონი კოცნისთვისსასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნ - 9 აგვისტოში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » აგვისტო » 9 » 2 მილიონი კოცნისთვისსასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნ
13:31
2 მილიონი კოცნისთვისსასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნ

სასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეში".

საქმე ისაა, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავადაც ხელოვანმა ელმა, თავი ვერ შეიკავა და ნახატს წითელი პომადაწასმული ტუჩებით აკოცა. ერთი შეხედვით, „უცოდველი" ამბორისთვის ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი რინდისგან 2 მილიონ დოლარსა და რესტავრაციისთვის საჭირო 33 400 ევროს ითხოვს.

განსასჯელის განცხადებით, გალერეაში დაცული ნახატის დანახვისთანავე იგი „ვნებამ მოიცვა" და თავი ვეღარ შეიკავა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს. იგი იმდენად იყო ემოციებით სავსე, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო", – განაცხადა განსასჯელის სკამზე მჯდომი ქალბატონის ადვოკატმა, რომელმაც ამბორი სიყვარულის გამომჟღავნებად ჩათვალა. ამის მიუხედავად, ლამბერტის ადვოკატმა გონებამახვილურად შენიშნა, რომ სიყვარულში ორი ადამიანის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს დღემდე არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.


კატეგორია: ამბები | ნანახია: 156 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 VAimEe WaViikiITXe dA MAInC VER miVxvDI rA aZri aQQ:S:S  
  Spam 10.08.2011 02:30
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]