მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » 2 გამოცანა
11:53
2 გამოცანა

1.ბაბუა და 4 შვილიშვილი წავიდნენ ტყეში სოკოზე . ტყეში სხვა და სხვა ადგილას გაიშალნენ და დაიწყეს სოკოს შეგროვება . ნახევარ საათში ბაბუა დაიღალა და ჩამოჯდა , თან სოკოები გადაითვალა კალათში და 45 ცალი დათვალა . ამ დროს შვილიშვილებიც მოვიდნენ ცარიელი კალათებით .

- ბაბუა ,- ერთმა შვილიშვილმა თქვა, - გთხოვ ცოტა სოკო გადმომიყარე რა კალათში , და მერე იქნებ ბედი გამეხსნას და ვიპოვო რამე .

- ჰო ბაბუა მეც მინდა ,- სხვა შვილიშვილმაც უთხრა .

-მეც, მეც ....

და ასე გადაუნაწილა ბაბუმ ოთხივე შვილიშვილს ყველა სოკო . ყველა ისევ წავიდა სოკოს მოსაძებნად და შემდეგი რამ მოხდა . ერთმა ბიჭმა იპოვა 2 სოკო , მეორემ დაკარგა 2 , მესამემ იპოვა იმდენივე , რამდენიც მიიღო ბაბუამისისგან , მეოთხემ კი დაკარგა ბაბუის მიერ მისთვის ნაჩუქარი სოკოების ნახევარი . როდესაც ბავშვები მივიდნენ სახლში აღმოჩნდა , რომ ოთხივეს ერთნაირი რაოდენობის სოკოები ედო კალათაში .

რამდენი სოკო მიიღო თითოეულმა ბაბუასგან ?


2.საზამთოს წონა არის 1კგ. და მისი შემადგენლობის 99% არის წყალი . ეს საზამთრო დადეს მზეზე და მასში წყლის შემადგენლობა გახდა 98% . რამდენი გახდა საზამთროს წონა ?

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 769 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]