მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » 15 ყველაზე უაზრო კანონი სექსის შესახებ
11:50
15 ყველაზე უაზრო კანონი სექსის შესახებ

1. ფლორიდას შტატში აკრძალულია სექსი მაჩვზღარბასთან. საინტერესო ისაა, თუ ვისზე უფრო ზრუნავს კანონმდებლობა: მაჩვზღარბაზე, თუ ექსტრემალზე, რომელსაც მჩხვლეტავი ცხოველები იზიდავენ?
2. შვედეთში აკრძალულია საკუთარი თავისთვის სურათის გადაღება ფოტო კაბინებში თუ მთლიანად შიშველი ხართ. როგორც ჩანს, ეს შვედების ერთ–ერთი საყვარელი საქმიანობაა, რომელთან ბრძოლასაც მთავრობა თავის ვალად თვლის.3. ქალაქ იურიკში (შტატი ნევადა) ულვაშებიან კაცებს ქალების კოცნა ეკრძალებთ. ეტყობა, ამ ქალაქში საკანონმდებლო ძალაუფლება, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ჩაუვარდათ ხელში.4. ტალინში (ესტონეთი) კანონი კრძალავს სექსის დროს ჭადრაკის თამაშს. ალბათ, ხალხში ჭადრაკის სიყვარული უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოგრაფიაზე.5. ქალაქ ბაკფილდში (შტატი მენი) კანონი უკრძალავს ტაქსისტებს ქალისთვის ფულის გამორთმევას თუ ეს უკანასკნელნი ნატურით გადახდას სთავაზობენ მას. ანუ, აქ გინდა–არგინდა გიწევს ნატურით ანაზღაურებაზე თანხმობა.6. იტალიაში ქალებს შეუძლიათ პლაჟზე გამოჩენა სრულიად გაშიშვლებულებს, კაცებს კი _ არა. ამ კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ პლაჟზე კაცებს შეიძლება ერექცია დაეწყოთ, ეს კი შეუფერებელი საქციელია.7. ქალაქ ალექსანდრიას (შტატი მინესოტა) მაცხოვრებელ მამაკაცებს არ შეეძლებათ ცოლთან სექსი, თუ მათ ხახვის, ნივრის, ან თევზის სუნი ასდით. კიდევ კაი, ლუდზე არაფერია ნათქვამი.8. ისრაელში თ გადაწყვეტთ საკაბელო ან თანამგზავრული პრონო არხის ყურებას, მზად იყავით ციხეში 3 წლის გატარებისთვის _ ადგილობრივი კანონმდებლობით ამის კეთება აკრძალულია.9. შტატ ვისკონსინში, ყველა სქესის წარმომადგენელს, ორგაზმის დროს, ეკრძალებათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ეს ეტყობა კავბოების დროის გადმონაშთია.10. ბახრეინში მამაკაც გინეკოლოგს არ აქვს ქალის სასქესო ორგანოზე პირდაპირ ყურების უფლება. ამისათვის ისინი სპეციალურ სარკეებს ხმარობენ.11. ქალაქ ეიმოსში (შტატი აიოვა) მამაკაცს, რომელსაც სექსი აქვს თავის ცოლთან, პროცესის დროს არ აქვს სამ ყლუპ ლუდზე მეტის დალევის უფლება.12. ჰონკონგში ცოლს შეუძლია მოკლას მოღალატე ქმარი. ოღონდ ერთ პირობით: თუ ის ამას შიშველი ხელებით გააკეთებს. აი ქმრის საყვარელს კი ნაკლებად გაუმართლა _ მისი მოკვლა ცოლს ნებისმიერი იარაღით შეუძლია.13. ქალაქ ჰარტვორდში (შტატი კონექტიკუტი) ქმარს კვირაობით არ აქვს ცოლის კოცნის უფლება. ბოლოს და ბოლოს ქალებსაც ხო უნდა ჰქონდეთ დასვენების დღე…14. ინდონეზიაში მასტურბაციისთვის სიკვდილით სჯიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი კვლევების თანახმად დედამიწაზე მცხოვრებლების 95%–მდე ნაწილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკავებულა ონანიზმით, ინდონეზიურ ერს გადარჩენის დიდი პერსპექტივები არ უნდა ჰქონდეს.15. ქალაქ ტრემოტონში (შტატი იუტა), არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს სექსს მოძრავ სასწრაფო დახმარების მანქანაში.თუმცა სასჯელი მხოლოდ ქალისთვისაა გათვალისწინებული: მის სახელს ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდავენ.

[ EXCLUSIVE BY KOKA ]
კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 1081 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

 oops oops oops  
   05.08.2011 20:01