მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » 12 კილოიანი ოქროს ნაძვის ხე
23:58
12 კილოიანი ოქროს ნაძვის ხე

დასახელება: 12 კილოიანი ოქროს ნაძვის ხე
მდებარეობა: იაპონია
ავტორი: გინზა ტანაკა

აღწერა: იაპონიაში გინზა ტაკანმა 12 კილოიანი ნაძვის ხე ააგო.. იგი 2 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული.. :)

ვისაც ახალი წელი უყვარს და არ მოსწონს ხელოვნური ნაძვის ხეები, მათთვის იაპონელმა იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროს ნაძვის ხე შექმნა. ის 2.5 მეტრი სიმაღლისაა და 12 კილოგრამს იწონის.
ახალი წლის ლუქს კლასის ნაძვის ხე ოქროს ფირფიტებითა და 60-მდე ოქროს გულითაა მორთული. გარდა ამისა, მას ტრადიციული ლენტიც აქვს შემოვლებული, რომელიც ყველა სხვა დეტალის მსგავსად, ძვირფასი ლითონითაა შექმნილი. ნაძვის ხის ფასი 2 მლნ აშშ დოლარია.
ეს გინზას პირველი ექსტრავაგანტული ნამუშევარი არ არის. მან იაპონიის ახალდაბადებული პრინცისთვის 24 კარატიანი ოქროსგან ცხენის სკულპტურა შექმნა.
ძვირფასი ნაძვის ხე ღირებულებით მხოლოდ აბუ დაბის შარშანდელ ნაძვის ხეს ჩამოუვარდება. 13 მეტრიანი მარადმწვანე მცენარე, რომელიც Emirates Palace-ში იყო განთავსებული, ოქროსა და ვერცხლის სათამაშოებით, ძვირფასი საყურეებით და ყელსაბამებით მორთეს. მისი ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარი იყო.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 802 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]